გუშინ , ესპანეთში, კატალონიის ქალაქ ტარაგონას მთვარ მოედანზე ემიგრაციაში მყოფმა უკრაინელებმა, მუხლმოდრეკით პატივი მიაგეს რუსეთის ოკუპანტებთან ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის, დავით რატიანის და ბახვა ჩიქობავას ხსოვნას.
ქართველი გმირების მიმართ უკრაინელების პატივგებამ ერთი მსგავსი შემთხვევა გამახსენა.
ლუგანსკის ოლქის მეშახტეთა ქალაქ კრასნო ლუჩში 27 წელი მუშაობდა და ცხოვრობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მკვიდრი თამაზ ცქვიტინიძე. იგი აქ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს, ერთ-ერთ დიდ შახტში „მიუსინსკაიაში“ მუშაობდა ჯერ რიგით ინჟინრად (მარკშეიდერად), ხოლო მას შემდეგ რაც მან თავისი ცოდნით, მონდომებით და კეთილსინდისიერებით დიდი პატივისცემა დაიმსახურა მარკშეიდერების განყოფილების უფროსად დანიშნეს. გარდა ამისა 4500 კაციან კოლექტივში იყო „დომბასუგოლის“ პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენელი, მეშახტეთა ქალაქის საფეხბურთო კლუბ „გორნიაკის“გუნდის უფროსი.
100 ათასიან ტიპიურ სამრეწველო ქალაქში ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან მეგობრობდნენ უკრაინელები, რუსები, ბელორუსები, მოლდაველები, რუმინელები, ქართველები.. თამაზ ცქვიტინიძეს კი აქ უამრავი მეგობარი ჰყავდა. იყო მრავალი გაჭირვებული, მარტოხელა მოხუცის დამხმარე, არაერთი გზასაცდენილი ახალგაზრდა ჰყავდა ცხოვრებისკენ შემონაბრუნები და სპორტულ სექციებში ჩაბმული…
მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ თამაზს გულის რთული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ფულიც შეუგროვეს, მაგრამ ვერ მოესწრო _2005 წლის 4 ნოემბერს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ძალიან ბევრმა იქაურმა გამოაცილა თამაზ ცქვიტინიძე უკანასკნელ გზაზე. ფეხით მოაცილებდნენ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. საქართველოშიც ჩამოაცილეს. დაკრძალვის შემდეგ ერთდროულად გაიშალა სამგლოვიარო სუფრა კრასნოლუჩში და ასკანაში _ერთროულად წამოუდგნენ ფეხზე მის ხსოვნას.
2006 წლის იანვრის შუა რიცხვებში თამაზ ცქვიტინიძის ძმა რევაზი (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ოპერატორი) და ამ სტრიქონების ავტორი მათთან მიგვიწვიეს..თბილისიდან დონეცკში ჩაფრენისთანავე ვიგრძენით, რომ ჭეშმარიტად მეგობარ ქვეყანაში ვიყავით. აეროპორტში დაგვხვდნენ. წინასწარ დაეგეგმათ ჩვენი შეხვედრების გრაფიკი. დიდი შეხვედრა მოგვიწყვეს შახტ „მიუსინსკაიაში“, შევხვდით საფეხბურთო კლუბ „გორნიაკის“ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს. უკრაინის ერთ-ერთ პოპულარულ არხ „ნოვი კანალზე“, რომელზეც მაუწყებლობდა იმჟამად ქ. კრასნო ლუჩის ტელევიზია „ლუჩი“, 10-წუთიანი სიუჟეტი გადაიცა თამაზ ცქვიტინიძის შესახებ. შემდეგ ტელევიზიაშიც მიგვიწვიეს… გაზეთის რედაქციაშიც შეგვხვდნენ…
ამ პერიოდში უკრაინის რადას არჩევნების ციებ-ცხელება იყო, თუმცა, როგორც ამბობდნენ, ისინი პატივს სცემდნენ განსახვავებულ აზრს.
არ იყო მაშინ ასპარეზზე ვოლოდიმერ ზელენსკი, მაგრამ რუსებს ზამთრის წინ მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეეწყვიტათ. სახელმწიფომ სწრაფად გადაიყვანა გათბობის სისტემები ქვანახშირზე და კერძო სახლებში მცხოვრებლებს 6-6 ტონა მაღალხარისხიანი ქვანახშირი დაურიგა უფასოდ.
თამაზის მეგობრები (უკრაინელები, რუსები, მოლდაველი ვანია ოტროესკუ) გვიწვედნენ ბინებში, სახლებში _გვაჩვენებდნენ როგორ პატივს სცემდნენ ქართველი მეგობრის ხსოვნას.
ახლა კი იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვიყავით დიდი ბრძოლები მიმდინარეობს ოკუპანტების წინააღმდეგ.
ამ წერილზე რომ ვმუშაობდით, რევაზ ცქვიტინიძე კიევიდან ოჯახის მეგობარი, ბიზნესმენი ნინა ლიტვინოვას (იგი შარშან ასკანაში იმყოფებოდა) დაუკავშირდა. მობილურიდან შეწუხებული ხმა გამოდიოდა.
_სამი დღეა სარდაფში ვიმალებით. განუწყვეტლივ გვბომბავენ. საკვების მარაგიც გაგვითავდა, ხმელი თევზი გვაქვს _გვესმოდა მისი შეწუხებული ხმა.
გუშინ მან უკრაინა დატოვა.
_დავტოვე ჩემი და ჩემი შვილების 4 ბინა და სახლი, ორი ავტომანქანა. ერთი ჩემოდნით წამოვედი პოლონეთისკენ. ახლა ქონებაზე არ ვფიქრობთ, უკრაინელ ჯარისკაცებზე ვლოცულობთ _გვითხრა მან.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 80
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 79
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…