ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო უძრავი დღესასწაულია.ლუკას სახარების მიხედვით,გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს,ძეს ღვთისას.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
დღეს, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა.
მან საზეიმო ლიტურღიის დასრულების შემდეგ თავის ქადაგებაში განაცხადა (გთავაზობთ ამონარიდს ამ ქადაგებიდან):
_არ შეიძლება არ გამოვხატო მის აღშფოთება, რასაც რუსეთი სჩადის არა მარტო უკრაინის, არამედ კაცობრიობის წინაშე. ასეთი რამ ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ. სამწუხარო ამბავია _მართლმადიდებელი ქვეყანა ებრძვის მართლმადიდებელ ქვეყანას. ამ ომს ეწირება უდანაშაულო ადამიანები, ცოდვილები კი ხეირობენ. რუსებმა ჩვენც წაგვართვეს ტერიტორიები _ რაში სჭირდებათ ეს მიწები? არ ჰყოფნით ტერიტორიები? ეს ამბიციებია, ფანატიზმი, ეს იდეოლოგია _ ეს ომი ამ ადამიანებმა წამოიწყეს.
აპოკალიფსში (იოანეს გამოცხადება) წერია: გოგი და მაგოგი აღსდგეს იერუსალიმის წინააღმდეგ, დაიწყებენ ომს, იძულებით შემოიერთებს ერებს. 7 წელიწადში იარაღს იხმარენ…
ვინ იყო გოგი და მაგოგი?
ანდრია პისარიელი წერს, რომ გოგი და მაგოგი ჩრდილოეთის ხალხი _რუსეთია, ხოლო იერუსალიმი კი მართლმადიდებელი ეკლესია. გოგი და მაგოგი დამარცხდებიან…
როგორ დავიზღვიოთ თავი? როგორ გადავრჩეთ ამ საშინელებისაგან? სოფელს უნდა დაუბრუნდეთ. მამაპაპისეული კერა ააღორძინეთ.
მე არ ვწინასწირმეტყველებ, მაგრამ ვხედავთ კაცობრიობა მიდის აღსასრულისკენ. ღმერთი არ მიგვატოვებს, მაგრამ ძალიან უნდა გავფრთხილდეთ, რადგან ურთულესი მდგომარეობა მოდის _თქვა თავის ქადაგებაში მეუფე იოსებმა.
მსგავსი სტატიები
- 74
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 74
რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 74
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 69
28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 69
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…