„1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა. 1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად. ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად.“ _განაცხადა აშშ ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 46
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 46
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 45
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…