სილიბისტრო მახარაძე

სილიბისტრო მახარაძე ივანე და პავლე მახარაძის ძმა იყო.ცხოვრობდა ქვედა ბახვში სულ  ოთხი ძმა იყო მათგან სამი ივანე პავლე და სილიბისტრო მოჯირითეები იყვნენ, მეოთხე ძმა ალექსანდრე მკერავი.ძმები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ დაოჯახებულები. სილიბისტროს მეუღლე იყო   გულნაზი ნაკაიძე  მათ ოTხი შვილი ჰყავდათ:აქვსენტი, ვლადიმერი, ანეტა  და აგრაფინა.ოთხი შვილიდან ვლადიმერი  გარდაიცვალა  ადრე სტუდენტობის დროს.

სილიბისტროს უყვარდა ჯირითი,ნადირობა,ქეიფი და  საოცრად  ენა მოსწრებული ყოფილა. ამის შესახებ მოგვითხრო მისმა შვილიშვილმა  იზოლდა დათუნაიშვილმა:როდესაც  ქალიშვილი ანეტა  გაათხოვა  მზითევში (გურიაში მზითევის სია  წინასწარ  დგებოდა)  დავიწყებოდათ ჯაჭვი (სამზარეულოში შუა ცეცხლზე  საჭმლის ჩამოსაკიდი,რომელზეც საჭმელს ამზადებდნენ )და სიძის ოჯახისთვის უთქვამს  კაცს კუდი ყავარზე გაქვთ გადებული(ყავარი  ხის  თხელი  ფიცარი , უფრო სწორად ხისაგან ახდილი  ფიცარი ,რომელსაც  სახლის გადასახურად  იყენებდნენ გურიაში გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს  ამპარტავნებას) და  ჯაჭვს ,როგორ გაკადრებდიო, მეგონა ელექტროღუმელი  ქონდაო.

სილიბისტრო მახარაძე ჯირითობდა  თავის ძმებთან  და სხვებთან კერძოდ:ივანე მახარაძე,პავლე მახარაძე,ივანე(პატარა) მახარაძე,ქიშვარდი მახარაძე, ყარამან კალანდარიშვილი,გიორგი  კალანდარიშვილი, ლუკა ჩხარტიშვილი, ს.დგებუაძე,იოსებ ცეცხლაძესთან ერთად 1893 წელს.

სილიბისტროს  და მისი ძმების მოგზაურობის 1893 წლის  ეპიზოდს ასე აღწერს ბატონი რიჩარდ  ჯორჯიანი:“ივანე მახარაძის-გურული ლიდერის მოგზაურობა დაიწყო გასული წლის ბოლოს ,როცა ბუფალო-ბილმა სთხოვა მას რომ ჩიკაგოში ეჯირითა,ივანემ ეს შეთავაზება მიიღო, დაბრუნდა სახლში ,რათა დანარჩენი მოჯირითეები ეპოვა,ბევრ მათგანს ,რომელიც მასთან ერთად ჯირითობდა ინგლისში (ეს იყო 1892 წელს გურული მოჯირითეების პირველი გასვლა საზღვარგარეთ).არ უნდოდა  ჩიკაგოში  წასვლა , ან  კიდევ  მეუერთდნენ დიმიტრი მგალობლიშვილს  ადამ ფორეპას ცირკში. ივანე მახარაძეს შეუერთდა  მისი მეგობარი  ლუკა ჩხარტიშვილი,მაგრამ კიდევ  8 მოჯირითე იყო საჭირო.ივანემ აარჩია მისი ძმები პავლე და სილიბისტრო,მისი ორი ბიძაშვილი  ქიშვარდი და ივანე პატარა ჩოხგრძელა ,დიდი დარწმუნება დასჭირდა, რომ  ცოლისძმები ყარამანი და გიორგი კალანდარიშვილები  დაეთანხმებინა.ესენი დაემშვიდობნენ  ოჯახს და თებერვლის ბოლოს  გაუდგნენ გზას ბათუმისაკენ.ბათუმიდან  სამ დღიანი  მოგზაურობის შემდეგ კონსტანტინეპოლში (სტამბოლში) ჩავიდნენ, აქედან გაემგზავრნენ მარსელში,მარსელიდან მატარებლით ჩავიდნენ პარიზში იქ შეხვდნენ ერკოლს,მოაწერეს ხელი კონტრაქტს და ბილეთები აიღეს. გაემგზავრნენ გემით ინგლისში იქედან კი  გემ „სპარსეთის მონარქით“გაემგზავრნენ ამერიკაში.1893 წლის 10 აპრილს 6:00,სააზე გემი შევიდა პორტში ,რის შემდეგ საბაჟოს აგენტი შემოვიდა მოამზადეს მგზავრთა სია,რომელშიც ეწერა მათი ასაკი,სახელი,ქვეყანა, დანიშულების ადგილი  და  ა.შ. ეს სია გადაეცა საბაჟოს აგენტებს.ბუფალო -ბილის აგენტები შეხვდნენ გემზე და  ტვირთებისგანბაჟებაზე დაეხმარნენ, შემდეგ ჩასხდნენ მატარებელში და  გაემგზავრნენ ჩიკაგოში.ისინი ჩავიდნენ ჩიკაგოში  სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე,ეს იყო საკმაოდ მცირე დრო ცხენების გასაწვრთნელად.(ცხენების გარდა მოჯირითეებს სხვა მთელი  ამუნიცია თან მიჰქონდათ,რომელსაც თავისი ფულით ყიდულობდნენ,ამისთვის ზოგი ყიდდა ყველაფერს რაც გააჩნდა მ.ლ.)

ბუფალო ბილმა აღმართა   დიდი სტენდები, 63-ე ქუჩაზე  და მედისონ  ავენიუსზე მას ჰქონდა  20 000 კაცის დასაჯდომი ადგილი, ბილეთი  ღირდა  50 ცენტი დიდებისათვის, 25  ცენტი ბავშვებისათვის ,10 ცენტი ღირდა პროგრამა. რეპორტიორები იტყობინებოდნენ  გახსნის  დღის წარმოდგენას  და ამბობდნენ „კაზაკების“ შესახებ,რომ „კაზაკები“ აჩვენებენ ჯირითის  ხელოვნებას,ისინი მშვენიერი მოჯირითეები არიან და  იმსახურებენ პატივისცემას კოვბოების გვერდით“…“განსაკუთრებული ყურადღება  მიიქციეს  ივანე  მახარაძემ და მისმა მოჯირთეებმა ლონდონში, მაგრამ  ამის საკუთარი ჩანაწერები ნაკლებად  არსებობს. ყველაზე დიდი  წერილი  ქართველების შესახებ დაიბეჭდა „ჩიკაგო ტრიბუნში“ 8 მაისს 1893 წლის:“12 კაზაკი შემოვარდა ყვითელ პონზე  ამხედრებული, უცნაური  სიმღერით და  ჰიმნით,ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ეს ორი სიმღერა ერთნაირი იყო,წითელქურქიანი კაზაკების სიმღერა პრიამბულურ მელოდიის ორიგინალური ვერსია  გეგონებოდათ“…“ბუფალო ბილის უაილდ უესთი დაიხურა  31 ოქტომბერს ღამის წარმოდგენის შემდეგ.წარმოდგენები ტარდებოდა  დღეში ორჯერ მიუხედავად წვიმისა და ცუდი ამინდისა.შოუ გაიხსნა მსოფლიო გამოფენამდე  ოთხი დრით ადრე და დაიხურა   ერთი  დღის შემდეგ ეს იყო ყველაზე წარმატებული  სეზონი ,რომელიც შოუს ისტორიაშია ცნობილი.ივანე მახარაძე და მისი თანამემამულეები ჩიკაგოდან  მატარებლით ნიუ-იორკამდე.1ნოემბერს 1893 წლის  ბუფალო ბილის მენეჯმენტმა  დაუკვეთა და აუნაზღაურა  ბილეთები  ლაინერ  „მაჯესტიკზე“,რომელიც გაემცზავრა  1893წლის 8 ნოემბერს.მათი გუნდი  მეორე  კლასის  კაბინაში იყო, რაც ღირდა 40-45 დოლარი,რაც  მათი თვიური  ხელფასის ტოლი იყო.“მაჯესტიკმა „  ნიუიორკი დატოვა  16 ნოემბერს ჩავიდნენ  ირლანდიაში მეორე დღეს“ მაჯესტიკი“ გაემგზავრა  ლივერპულში, ლივერპულიდან ქართველები ჩავიდნენ პარიზში, მარსელში, შემდეგ ხ მელთაშუაზღვა, შავი ზღვა  და  დეკემბრის პირველ კვირაში  1893 წლის  ჩავიდნენ ბათუმში. ივანე მახარაძე და თავისი ძმები დაბრუნდნენ ბახვში და ამის შემდეგ ამერიკაში აღარ დაბრუნებულა.“

სილიბისტროს  შთამომავლებს შემორჩენილი აქვთ ამერიკიდან ჩამოტანილი   ვერცხლის თასი და  საკერავი მანქანა.

სილიბისტრო ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა ქვედა ბახვში,ეწეოდა კირის  დამუშავებას , არსებობდა კირის საბადოები, კირს,როგორც დუღაბს ისე ხმრობდნენ ცემენტის ნაცვლად,მას გამოსწვავდნენ.სოფელ ბახვში  და ასკანაში  ქონდა სპეციალურად მოწყობილი საკირეები  და დაქირავებულ ხალახს ამუშავებდა.

ფოტოზე თეთრ ჩოხაში ივანე მახარაძე.პირველ რიგში 2 პავლე მარარაძე,  3 ლუკა ჩხარტიშვილი,4 ს.დგებუაძე,5 ქიშვარდი მახარაძე,6.გიორგი კალანდარიშვილი.დგანან: 7 ყარამან კალანდარიშვილი,8 ივანე (პატარა) მახარაძე, 9. სილიბისტრო მახარაძე, 10 იოსებ ტალახაძე

1893 წელი ჩიკაგო

 მანანა ლომაძე,

ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ფონდების  მთავარი მცველი

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 83
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 81
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 81
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…