ავტორი ირაკლი დოლიძე

შიშის ენერგია გაუგებრობაშია – მივაწერე ფურცელზე „Black Mirror“-ის ყურებისას. აღარ მახსოვს, იქ გაჟღერდა თუ ცქერისას მომაფიქრდა.

რომ ავირიდოთ კონრეტულ თემებზე საუბარი, შემოვიტან ზოგად ცვლადებსა და მოდელებს, რომლებსაც შეიძლება იყენებდნენ საზოგადოებაში აზრის ფორმირებისას. ყველა ვერსია არის ჩემი დაკვირვების შედეგი.

დავიწყოთ.

წარმოიდგინეთ, 3 გეომეტრიული ფიგურა (იგულისხმეთ რაც გინდათ: მუსიკის ჟანრიდან ცნობილ ადამიანამდე):

სამკუთხედი, ოთხკუთხედი და წრე. ყველა მათგანის ირგვლივ არსებობს მახასიათებლებისა და ღირებულებების ერთობლიობა.

სამკუთხედი – აქვს 3 კუთხე, შესაბამისად 3 წვეროც, სიმარტივით პირველი

გეომეტრიული ფიგურაა – წერტილის და მონაკვეთის შემდგომ მასზე მარტივს ვერაფერს მოხაზავთ.

ოთხუთხედი – აქვს 4 კუთხე. სამკუთხედისგან განსხვავდება შექმნის დროით,

აღემატება კუთხეების/გვერდების/წვეროების რაოდენობით და შიდა კუთხეების

ჯამითაც.

წრეწირი – ცენტრიდან თანაბრად დაშორებულ წერტილთა

ერთობლიობა. არ აქვს შესამჩნევი კუთხე თუ წვერო.

განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება, თითოეული ფიგურის პლიუსებსა და მინუსებს უნდა აღიქვამდეს და შესაბამისად იყენებდეს მათ მრავალფეროვანი გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რომელშიც შესაძლებელია განსხვავებული ფიგურების თანაარსებობა.

პროპაგანდის შემთხვევაში, ფიგურების განსხვავებები ბოროტად გამოიყენება მათი ერთმანეთზე გადაკიდების მიზნით

 

  1. დაყოფა და რადიკალიზაცია

წარმოიდგინეთ ცალ-ცალკე იქმნება:

„მხოლოდ სამკუთხედშია თავისუფლება“

„მე მიყვარს ჩემი ოთხკუთხედი“

„ყველაფერი წრის გარშემო“

ასეთ აგორებულ კამპანიებში ხდება ხაზგასმა იმ მახასიათებლების, რომლითაც ისინი შეუძლიათ დააპირისპირონ.

„მხოლოდ სამკუთხედშია თავისუფლება“-ში გადააწყდებით შემდეგ შეხედულებებს:

  • სამკუთხედია ყველაზე მაგარი ფიგურა, ყველაზე ცოტა წერტილია საკმარისი მის

მისაღებად,

  • დიდი წარსული აქვს, პირამიდებიც კი სამკუთხედია.

რატომ არაა ოთხუთხედი და წრე??!!

 

„მე მიყვარს ჩემი ოთხკუთხედი“:

  • მხოლოდ ოთხუთხედია ასე სიმეტრიული.
  • მასში უფრო მეტი წერტილია ვიდრე იმ წარსულის გადმონაშთ სამკუთხედში და

ისეთი ბლაგვიც არაა როგორც წრე, საერთოდ რო კუთხე არ აქვს.

„ყველაფერი წრის გარშემო“:

  • თანაბრად დაშორებული წერტილების მაქსიმალური რაოდენობა.
  • ჩვენი წრის გარდა ყველა ერთნაირია – ყველა კუთხეების რაოდენობაში

ეჯიბრება ერთმანეთს.

  • ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვით კუთხეებზე. ამაშია ჩვენი უნიკალურობა.

ასე ხდება რადიკალიზაცია.

სხვადასხვა სივრცეში ფიგურების მომხრეების გადანაწილებით, ინფორმატორი ქმნის არხებს, რომლის საშუალებითაც იცის, ვის რაზე ესაუბროს, რა გაუხარდებათ თუ ეწყინებათ.

 

ფაქტიურად საზოგადოებას ალაგებს უჯრებში.

მიხვდებოდით, რომ სამკუთხედის მხარდამჭერ სივრცეში ოთხკუთხედის და წრის აუდიტორია გამოდგება ტროლებად, თუნდაც დაფინანსების და იძულების გარეშე ბევრი საკუთარი სურვილითვე დაესხმება თავს სხვა ფიგურას.

თითოეულ ფიგურას დარჩენილი 2-ის მხარდამჭერები ჰყავს მოწინააღდეგედ.

ამიტომ სიტუაციის ამრევთა რაოდენობა ყოველთვის მეტია დალაგებულობის მომხრეთა რაოდენობაზე. შესაბამისად, თუკი თქვენი საქმიანობა

დგას მართვად ნეგატივზე, თქვენი ჯარისკაცების რაოდენობა ყოველთვის მეტია.

რეალურად 3-ვე ფიგურის მხარამჭერიც და მოწინააღმდეგეც „6-ვე“ მხარე

პროპაგანდისტის ხელშია და ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე შეუძლია

აირჩიოს რომელ აუდიტორიაში, რომელ ფიგურას, როგორ მოექცეს (წაახალისოს თუ დაუპირისპირდეს)

აქ არ არსებობს მხარე, რომელიც მართლია, რადგან ჭეშმარიტება არასოდესაა მხარე.

მაშინ როდესაც თემას მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი

მხარეების მაქსიმალიზებით წარმოადგენენ, შეგიძლიათ იცნოთ პროპაგანდის (ამ შემთხვევაში რადიკალიზაციის) ხელი.

 

  1. „ახალი“ ფიგურა – ხუთკუთხედი

როდესაც სიტუაცია საჭიროებს მე-4 ტიპის ფიგურის არსებობას, მას ქმნიან, ხელოვნურად.მღირებულებები, საკითხები, თემები მის ირგვლივ და დამოკიდებულებები დანარჩენ ფიგურებთან წინასწარ მზადდება. მაგალითად:

 

  1. ხუთკუთხედი ყველაზე მეტად ჰგავს სამკუთხედს, რადგან კენტი კუთხეები აქვს (3,5)
  1. კუთხეების რაოდენობით ოთხუთხედთან უფრო ახლოა, ვიდრე სამკუთხედთან (5 ახლოა 4-თან ვიდრე 3-თან)
  1. ცენტრიდან თანაბრად დაშორებული ყველაზე მეტი წერტილი ხომ ხუთკუთხედს აქვს, ვიდრე სამკუთხედსა და ოთხკუთხედს, ამიტომ ის ყველაზე ახლოა წრესთან.

 

ყველა ეს თემა, ასოციაციები, შეიძლება წინასწარ გამზადდეს ფიგურის ირგვლივ და დასაწყობდეს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მისი მუშაობაში ჩაშვება.

თუკი სოციუმში ისედაც არსებობს 5კუთხედის წარმოშობის ხელშემწყობი მიზეზები და/ან ტრადიცია, 5კუთხედად გამოდგება ნებისმიერი სამკუთხედი რომელმაც 2, ხოლო ოთხკუთხედი, რომელმაც 1 კუთხე (წერტილი, წვერო) დაიმატა.

ან სულაც ყოფილი წრე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ცენტრიდან თანაბრად დაშორებული წერტილებიდან, მხოლოდ 5 დაიტოვოს და შეაერთოს. ასე იქმნება მოქმედება პირობითი სახელით „გადაბარგება“.

 

  1. გადაბარგება

 

ფიგურის ირგვლივ გაერთიანებული ასოციაციებიდან გამოყენებულის გადაყრა და გამოუყენებლების „ათვისება“ არის პროცესი, რომელსაც ამ წამსვე ადევნებთ თვალს. ბრენდები, ცნობილი ადამიანები, თუ მედიაარხები, რომლებიც დაუფარავად რუსულ პროპაგანდას ეწეოდნენ, დღეს უკრაინის დროშებს აფრიალებენ.

ვითარებიდან გამომდინარე საკუთარი ღირებულებებისგან საწინააღდეგო მახარეს გადახვევას ბევრი ადაპტაციის უნარით ამართლებს და საკუთარ ევოლუციად წარმოაჩენს. სინამდვილეში

ამას ჰქვია – მედროვეობა.

 

 

  1. გადაზღვევა ალტერნატივის შექმნით

ზოგიერთი ფიგურის სიყალბის შესამჩნევად მისი იდენტური ალტერნატივების დაფიქსირებაც კმარა. ამ შემთხვევაში პროპაგანდისტი იყენებს გადაზღვევას ალტერნატივის შექმნით. ფაქტიურად კოპირდება ფიგურა თავისი იდეალებით, მომხრეებით, მოწინააღმდეგეებით. ზოგჯერ იდეის სახელწოდებითაც კი ფაქტიურად სინონიმი ჰქვია. იმ ვარიანტისთვის, თუ

შემთხვევით მათი ფიგურა „ფეხს წამოიკრავს“ რომ არსებობდეს მისი შემცვლელი,

რომელიც ამ იდეოლოგიის მიმდევრებს აღარ „დაკარგავს“ და ადვილად მიითვისებს.

 

  1. გაფუჭება – „დამპალი ვაშლი“

 

როდესაც ფიგურა საზოგადოებაში მხოლოდ ნეგატივს იზიდავს, დიდია მის სამკვდრო-

სასიცოცხლო მოწინააღდეგეთა რაოდენობა, ის მაინც არ ხდება უსარგებლო პროპაგანდისტის ხელში.

გაფუჭებულ ფიგურას იყენებენ დაპირისპირებული მხარის დისკრედიტაციისთვის,

მაგალითად:

საზოგადოებას აღარ აღფრთოვანებს წრე. 3კუთხედი და 4კუთხედი საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას გადაწყვეტენ. საზოგადოებაც იწყებს საერთო ღირებულელბის დანახვა-დაფასებას. ამის დასაშლელად, მაგალითად, 4კუთხედთან დააყენებენ 5კუთხედს, რომელიც უკვე წრესთან საერთოობის გამო სძულთ (ან საერთოდაც ყოფილი წრეა – გადაბარგებული 5კუთხედად). 4კუთხედის მომხრეთა გვერდით 5კუთხედის დანახვა სამკუთხედის მომხრეებს განარისხებს და დაიშლებიან.

 

თუ იმდენად გულუბრყვილო ხართ, რომ პროპაგანდა დღემდე ცუდ ქაღალდზე

რამოდენიმე ფერით შესრულებული პოსტერის დონეზე გგონიათ რჩება, გეტყვით, რომ

ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ შველა.

 

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარებას უამრავი ხელსაწყო მოჰყვება ადამიანის დათაგვის ფუნქციიდან Photoshop/deepfake-მდე. ისეთები როგორებსაც ვუგებთ და როგორებსაც, ალბათ, ჯერაც ვერ ვუგებთ. როგორ ფიქრობთ, პროპაგანდა რატომ არ გამოიყენებს მათ?

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 80
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 77
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 77
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…