პიარის სპეციალისტი ეკა ჟვანია გარდაცვლილ ილია ელოშვილის შესახებ წერს. ის სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს, რომელიც აფხაზეთის ომის დროსაა გადაღებული. როგორც ის წერს, კონკრეტულ ვიდეოში, სადაც ბერეტიანი მებრძოლი ჩანს, სწორედ ილია ელოშვილია აღბეჭდილი.
„ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო. როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი, ჩემი უბნელი ისე გამიხარდა.. ჩემთვის უცხო და „რაღაცნაირ“ გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა. რთული პირადი პერიოდი ჰქონდა ემოციურად, „მელაპარაკე დედუ“…
ძალიან დიდიხანია არ გვილაპარაკია. დღეს დილიდან „ველაპარაკები“, „ვეჩხუბე“ კიდეც… ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარეთქო და – ტეხავს ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა. აი რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს.
ბევრ რამეს არ იმჩნევდა. ბევრს. დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი მგონი არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: – მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა“_ წერს ჟვანია.
მსგავსი სტატიები
- 53
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 51
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 49
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 48
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 46
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…