დღეს, 8 ივნისს, ქ. ოზურგეთში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა ხელშეწყობა.

დასაქმების ფორუმი გახსნა პროექტის დირექტორმა, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის (ICI)დამფუძნებელმა თამარ ღლონტმა.

დასაქმების მსურველებს მოესალმნენ: ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDES) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA)ხელმძღვანელი ნინო ველთაური, პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს გაეროს ასოციაციის ( UNAG) წარომამდგენელი თეონა ლებანიძე.

დილიდან ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის წინ მიმდინარეობდა დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია, რომლის შემდეგი ეტაპი იყო დასაქმების მსურველთა გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებლებთან.

დასაქმებლები კი იყვნენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა „ლიბერთი ბანკი,“ „თი ბი სი ბანკი,“ „კრედო ბანკი,“ კომპანია „სანდომი“, ჯინსების სამკერვალო საწარმო, შპს „გზამშენი 18,“ანასეულის ჩაის ფაბრიკა, ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა, მაღაზია „ლიბრე,“ „ჯიბე“ და სხვები. სულ ფორუმზე 30-მდე მცირე და საშუალო კომპანიებმა წარმოადგინეს ვაკანსიები.

მაღალანაზღაურებადი სხვადასხვა სახის ვაკანსიები წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სპეციალურმა პენიტენციალურმა სამსახურმა.

_ 2022 წლის ბოლოს დაბა ლაითურში იხსნება სპეციალური პენიტენციალური დაწესებულება, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ინფრსტრუქტურით აღჭურვილი დაწესებულება სადაც გვაქვს ვაკანსიები: უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები, ფსიქოლოგი, ექსკორტის ოფიცერი და ა.შ.-გვითხრეს პენიტენციალური დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

კომპანია „სანდომის“ წარმომადგენლები ჩვენი იქ ყოფნისას მათთან დასაქმების მსურველებს მაია ქავთარაძეს და ვლადიმერ შაინიძეს გაესაუბრნენ. მათ შესაბამისად დიასახლისი-კონსულტანტის და კონსულტანტის ვაკანსიები შესთავაზეს. ჩვენ ანაზღაურების თემით დავინტერესდით:

_მათი თვიური ანაზღაურება 600-ლარიდან 800 ლარამდე იქნება_გვითხრეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

„ლიბერთი ბანკს“ მოლარე-ოპერატორის და კონსულტანტის ვაკანსიები ჰქონდა წარმოდგენილი. აქ დასაქმებულთა ანაზღაურება შესაბამისად 650 და 320 ლარი იქნება. მას ბონუსებიც ემატება _ამის შესახებ ინფორმაცია დასახელებული ბანკის რეგიონალური დირექტორის მოადგილე გურამ სალიამ მოგვაწოდა.

თი ბი სი ბანკის ოზურგეთის ფილიალის მმართველმა რომან რომანაძემ სოფელ შრომაში მცხოვრებ ლია არობელიძეს მოლარე-ოპერატორის თანამდებობა შესთავაზა. ჩვენ თავად ბენეფიციარს გავესაუბრეთ:

_ საშუალო განათლებით ვარ. გარკვეული სამუშაო გამოცდილება მაქვს. მეუღლე კომპანია „ასკანგელ ალიანსში“ მუშაობს ცვლის უფროსად და ყოველდღიურად დადის ავტომანქანით. ჩემი ოზურგეთში ჩამოსვლა დამატებით ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. მოლარე-ოპერატორის ხელფასი (ხელზე მისაღები) 320 ლარია, რაც ჩემთვის მისაღებია _გვითხრა მან.

რამდენიმე ადამიანი „გზამშენი 18“-ში დასაქმებით დაინტერესდა. მათ შორის სოფელ აკეთის მცხოვრები შალვა მურმანიძეც იყო.თემურ ჯახვამ  მათ კომპანიაში მუშაობის და ანაზღაურების პირობები გააცნო და გარკვეულ შეთანხმებაც დაიდო.

_ რამდენიმე ვაკანსია გვაქვს. უპირველესი აგრონომია-რომელიც სოფლის მეურნეობის ღერძს წარმოადგენს. აგრონომებს კი უშვებს აგრარული უნივერსიტეტი, მაგრამ ახალგაზრდების დედაქალაქში დარჩენას არჩევენ და იქ ეძებენ სამუშაოს. ძალიან მჭირდება სამაცივრე მეურნეობის ტექნიკოსიც _ გვითხრა გია ხუჭუამ.

ჩვენი ყურადღება  ოზურგეთის ჯინსების სამკერვალოს ფაბრიკის წარმომადგენლებთან გასუბრებაზე მისულმა ახალგაზრდა ქალბატონმა მიიქცია. იგი დეტალურად ეცნობოდა სამუშაო პირობებს. მას მკერავის თანაშემწის ვაკანსია შესთავაზეს.

_ ოზურგეთის სამხატვრო სკოლა დავამთავრე. მირანდა ვანიძის კლასში ვსწავლობდი. შემდეგ კი _ სამხატვრო აკადემია მინანქრის სპეციალობით და  7 წელი ვიმუშავე თბილისში ჩემი სპეციალობის მიხედვით. პანდემიის გამო მშობლიურ ოზურგეთში ჩამოსვლა მომიწია, შვილთან ერთად. გადავწყვიტე აქ დავიწყო მუშაობა. ჯინსების სამკერვალო ფაბრიკის წარმომადგენლებმა მკერავის თანაშემწის ადგილი შემთავაზეს. ხელზე ასაღები ხელფასი 500 ლარს შეადგენს. ჯერ არ გადამიწყვეტია_ გვითხრა სალომე გაბედავამ.

დასაქმების მსურველი შშმ პირი თამუნა ლურსმანაშვილი იყო.

_სამწუხაროდ შშმ პირებისთვის ვაკანსია არც ერთ კომპანის არ წარმოუდგენია _გვითხრა ლურსმანაშვილმა.

დღეს კომპანიები ათეულობით დასაქმების მსურველებს გაესაუბრნენ. მათგან ნაწილმა შეთანხმებას მიაღწია.

რაც თვალში საცემი იყო, დამსაქმებლები ს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც როგორც ერთ-ერთმა დარგის სპეციალისტმა გვითხრა ძლიერ კონკურენციაში არიან პრივილეგირებულ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებთან. გასათვალისწინებელია, რომ დღგ-ს გადასახადით არც დიდი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები იბეგრებიან (ცალკე თემაა ქეშ-ბეკი), რადგან მათი მეპატრონეებისაგან ჩადებული თანხა ინვესტიციად ითვლება… ასეთი უსამართლო დამოკიდებულებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი იჩაგრება, რაც საბოლოოდ დასაქმებულთა ხელფასებში აისახება.

ეს ცალკე სამსჯელო თემაა, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, დღეს არაერთი ადამიანი დასაქმდა.

დასაქმების ფორუმის მეორე ნაწილი კონფერენციას დაეთმო, სადაც სექტორთა შორის თანამშრომლობის როლზე, დასაქმების შესაძლებლობის გაუმჯობესების მიმართულებით კარგი პრაქტიკები გაუზიარეს ერთმანეთს.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 74
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 69
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 67
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 66
    როგორ ცხოვროებენ ეკომიგრანტები მთაშიგაზეთ „ალიონის“ ორშაბათის ნომერში ვრცელი სტატია დაიბეჭდა დაბა ნასაკირალის და მისი მაცხოვრებლების შესახებ. ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დროს მთაშია, მათ ბახმაროში, პატარა ფაფარას დასახლებაში ვესტუმრეთ. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ხის სააგარაკო „ღოჯიანი“ სახლები პატარა მუზეუმს მოგაგონებთ, სადაც სისუფთავესთან ერთად თვალს მოგჭრით დიასახლისების მიერ შესრულებული ნაქარგობა, მთისთვის დამახასიათებელი ნაკეთობანი.  რა…