სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს გზების, ხიდების და წყლის სისტემების მშენებლობა. დაბა ურეკში დასრულდა ბულვარის კეთილმოწყობა. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება,“- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს: • სოფელ ლიხაურის წყლის სისტემის მოწყობა – პროექტის ღირებულება – 493 869.ლარი. პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. •
სოფელ სილაურში, მდ.რობაზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები – პროექტის ღირებულება – 428 342.77 ლარი – პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.;
• სოფელი დვაბზუში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტის ღირებულება – 590 467 ლარი – პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.;
• ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები -პროექტის ღირებულება – 969 872.98 ლარი — პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.;
დასრულდა: • სოფელ ვაკიჯვარში, მდ. ნატანებზე ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები – პროექტის ღირებულება – 1 010 052.41 ლარი პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.;
• დაბა ურეკში, ბულვარის მშენებლობა – პროექტის ღირებულება – 3 176 919 ლარი – პროექტი დაფინანსდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ;
დაფინანსებული ფართი
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 57
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 42
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 41
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 41
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…