14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული  სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი და კომპანია „არტ ნონა“ დაბა ურეკში შშმ პირთა პანსიონატ „ბარბარეს“ ესტუმრნენ და  პანსიონატის ბენეფიციარებს ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს.

ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობებმა თოჯინური სპექტაკლი აჩვენეს და მუსიკალურ ნომრებში ბენეფიციარების ჩართვაც კი შეძლეს.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგელის თანაშემწე ელზა ღუდუშაურმა გვითხრა, იგი ხშირად დადის აღნიშნულ პანსიონატში, სადაც ბენეფიციარებს კარგი პირობები აქვთ.

მარაბ შათირი, მწერალი: _ჩვენ ქ. თბილისში, გლდანის მუნიციპალიტეტში 2 პანსიონატი გვაქვს: ერთი ხანდაზმულთათვის, მეორე შშმ პირთათვის.

2021 წლის 1 ოქტომბერს, დაბა ურეკში გავხსენით კიდევ ერთი, შშმ პირთა პანსიონატი.

დასახელებული პანსიონატები არის სახელმწიფო პროგრამით არსებული ლიმიტირებული დაწესებულება, სადაც თითოეულ ბენეფიციარს ემსახურება სახელმწიფო, აფინანსებს მას და ჩვენ ვზრუნავთ ამ დაფინანსების მიხედვით. ვახორციელებთ მოვლა-პატრონობას და ვცდილობთ მათ შევუმსუბუქოთ ერთგვარი განსაცდელი.

მართალია, მოხუცებულობა არაა განსაცდელი, მაგრამ ძნელია მოხუცებულობა _ ეს მე მამისაგან მომისმენია.

ჩვენ იმისთვის ვართ ამ ქვეყნად, რომ ხვალინდელ დღეს გავუფრთხილდეთ. ჩვენ რა სიკეთესაც გავაკეთებთ,  ის მოგვიბრუნდება უფლისგან. ამიტომ გვერდში უნდა დავუდგეთ ასეთ ადამიანებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა საკმაო ხანს არ იცოდა ამ დაწესებულების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებული არ არის, მაგრამ მორალური ვალდებულება აქვს, გვერდით დაუდგეს მათ მუნიციპალიტეტში არსებულ პანსიონატებს, მით უფრო, როცა ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილეს, ქალბატონ ნათია გოლიაძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრის კოლექტივს, „არტ ნონას“, რომ დღეს ასეთი სიხარული აჩუქეთ ჩვენს ბენეფიციარებს.

ნონა აფრიდონიძე, „არტ ნონას“ დამფუძნებელი: _ ერთი წელი გავიდა ჩვენი კომპანიის დაარსებიდან.

ვიფიქრეთ, რომ ასეთ ადამიანებს ჭირდებათ გახარება, სიყვარული და ბედნიერება. ქალბატონი ნათია გოლიაძე იყო ადრე ამ პანსიონატში და გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუკი აქ მოვიდოდით, რადგან ჯერ-ჯერობით ამ პანსიონატს ბიზნესმენებისგან არ აქვს ჯეროვანი ყურადღება. აქ მოსვლით აღვნიშნეთ ჩვენი დაარსების ერთი წელი…

ნინო კვერღელიძე, პანსიონატ „ბარბარეს“ მენეჯერი: _ჩვენთან არიან როგორც შშმ პირები, ისე ხანდაზმულებიც. აქ მთავარი სიყვარულია. ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს: ხატავენ, ამზადებენ ნაკეთობებს, ეწყობა კონცერტები, გაგვყავს ზღვაზე. არაერთი შშმ პირი, რომ იტყვიან, ავალაპარაკეთ. ხშირად მდიან ჩვენთან ოზურგეთის მერის ადგილობრივი წარმომადგენლები. ძალიან გაგვახარა „არტ ნონას“ საჩუქრებმა. საზეიმოდ გავჭერით ტორტი. თავად ხედავდით, როგორ სიყვარულს გამოხატავდნენ დღეს ჩვენი ბენეფიციარები.

ღონისძიება შეაჯამა და გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ქალბატონმა  ნათია გოლიაძემ:

_ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენას, თანასწორი გარემოს შექმნას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართულობა. დღეს კი საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ. ამ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა , კომპანია „არტ ნონას“ დირექტორს, ქალბატონ ნონა აფრიდონიძეს. მსგავსი დამოკიდებულება მისასალმებელია.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 56
    „ქართველი ნეაპოლელების“ ტრიუმფი ოზურგეთის თეატრშივარდობისთვის ბოლო დღეს ნეაპოლში გახლდით – მილიონერთა ქალაქში. მეგონა, შორს იყო და აგერ ყოფილა, ორი ფეხის ნაბიჯში _ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში. იმ დღეს აქ ისეთი პრემიერა შედგა, რომ `ქართველმა ნეაპოლელებმა~ დაუსწრებლად შემაყვარეს ეს იტალიური ქალაქი და იტალიელი ნეაპოლელები. ვიზუალით, ხასიათით, ყოფა-ცხოვრებით, ხასიათით, მეტადრე ემოციით, სიმკვირცხლით, მსოფლმხედველობით, სულიერებით ქართველები და იტალიელები…
  • 55
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…
  • 51
    სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა   წუხელ, დაახლოებთ 01 საათსა და 30 წუთზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ადმინისტრაციული შენობაში ხანძარი გაჩნდა და  დაიწვა. შენობაში იყო განთავსებული საბავშვო, ბაღი, საექიმო უბანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობა. შენობის უმეტესი ნაწილი გარემონტებული იყო. ხანძრის გაჩენის მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ხანძარი მოსახლეობამ გვიან შეამაჩნია,…