ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs ფარგლებში, ცხადდება სტარტაპ გრანტების კონკურსი გურიის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონებში. პროექტს ახორციელებს “ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი” (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

პროექტის შესახებ:

პროექტი – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.

საგრანტო პროგრამის მიზანი:

სამიზნე ჯგუფის წევრთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:

საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)

განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე; უმაღლესი განათლების მქონე;

35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები-_დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;;

ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია);

შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები;

იძულებით გადაადგილებული პირები;

ადამიანები, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგად.

კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

პრობლემური საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს;

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაფინანსების მიმღებ პირებს;

რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს; პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) სადაც დაგეგმილია პროექტის განხორციელება, დატვირთულია იპოთეკით ან/და ადევს ყადაღა.

პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) რომელზეც უნდა განხორციელდეს გრანტით გათვალისწინებული აქტივობები, არ არის მის საკუთრებაში

(კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის ობიექტი, რომელზეც რეგისტრირებულია გრძელვადიანი იჯარა).

საგრანტო დაფინანსების პრინციპი:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 5000 ევროს.

საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3304jpL

საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით. ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია: გურია: ici.info.02@gmail.com

საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური, 555 23 33 22

ელფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022.

განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი მიიღებს განაცხადის მიღების დასტურს. ელფოსტის მეშვეობით

განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.

მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: გურია: ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, ქ.ოზურგეთი, რუსთაველის #

4 საგრანტო იდეის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3t8TZ9v

საპროექტო იდეის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

დაფინანსებული ფართი

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 77
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 75
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 72
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 70
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 69
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…