ვაშინგტონში, უცნობი მამაკაცი კაპიტოლიუმის ღობეს მანქანით შეეჯახა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და თავი მოიკლა, – ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

პოლიციის თქმით, როგორც ჩანს, მამაკაცის სამიზნე კონგრესის წევრები არ ყოფილან, რადგან ისინი ამ დროს შვებულებაში იმყოფებიან.

პრესკონფერენციაზე, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ტომ მანჯერმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს, პიროვნება, რომლის ვინაობაც არ სახელდება, არაფერს ამბობდა.

მისი თქმით, პოლიცია იკვლევს კაცის სოციალურ ქსელებს, ეძებს მის სახელს მონაცემთა ბაზებში, თუმცა ჯერ ვერაფერი იპოვეს ისეთი, რაც მას კაპიტოლიუმთან შეიძლება აკავშირებდეს.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მის მოტივაციაზე მიუთითებს“, – აცხადებს მანჯერი.

ტომ მანჯერის თქმით, მამაკაცის მანქანა კაპიტოლიუმის აღმოსავლეთით ბარიკადს შეეჯახა, ის გადმოვიდა და კაპიტოლიუმის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება. ქუჩის გადაკვეთისას იარაღიდან უმისამართოდ ისროდა და როცა კაპიტოლიუმთან მივიდა, პოლიციის ოფიცერმა დაინახა, რომ მან საკუთარ თავს ესროლა.

pia.ge ინფორმაცია.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 52
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 50
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 50
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 48
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 47
    კოტე სარიშვილი – „ხომ ვართ წარმატებული მარიხუანას კულტურის მოყვანაში? რატომ არ უნდა ვიყოთ ასეთივე წარმატებული სხვა კულტურებთან მიმართებაში“კოტე სარიშვილი – „ნებისმიერი კულტურა, რომელიც მარტო რჩება ბუნებასთან, უჭირს დაავადებებთან გამკლავება და სისტემატიურ ჩარევას ითხოვს. ამის მაგალითი თხილია და ის დაავადებები, რომლებმაც ამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად ეს მძიმედ აისახა გლეხზე, მიმაჩნია, რომ თხილის პლანტაციების პარალელურად სხვა კულტურები, თუნდაც მეხილეობა რომ ყოფილიყო, ამ კულტურისათვის ბუნებრივი – მოდით ასე ვთქვათ-შემოტევები- შედარებით…