დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკითხის _ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნების მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“_განხილვისას, ოზურგეთის მერის პირველ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს და იმავდროულად საკრებულოს, პარტია „თავისუფლებისთვის“ დეპუტატმა სოფო ქარცივაძემ მიმართა:
_ჩვენ ამ საკითხის ინიცირების ინიციატივით გამოვდიოდით.ყველა კომისიაზე ვაყენებდით ამ საკითხს. კონსტრუქციული თანამშრომლობა უნდა ისწავლოს „ოცნებამ“. მუნიციპალიტეტებიდან უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაცია და არა ის კონცერტი მოვაწყოთ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აწყობს ხოლმე _განაცხადა სოფო ქარცივაძემ.
_იმედი მაქვს, მომავალი 3 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ კონსტრუქციულად_ უპასუხა სოფო ქარცივაძეს გიორგი ღურჯუმელიძემ.
საკითხის კენჭისყრაში ყველა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის პროექტს სხდომაზე დამსწრე გახარიას პარტიის დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
მსგავსი სტატიები
- 57
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 57
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 52
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
- 47
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 45
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…