2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა  კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებდა დემოკრატიულ გარემოს ქვეყანაში. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით ეს კანონი დაწერილი იყო შიშის თვალებით. ანუ იმჟამინდელი ხელისუფლება შეშინებული იყო იმ პოლიტიკური რეალობით, რაც იმჟამად საქართველოში ხდებოდა.

ამას მოყვა ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი აქციები „ეს შენ გეხება,“ რომელიც არა მარტი თბილისში, რეგიონებშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები ამ გზით სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებეს აპროტესტებდნენ.

თუკი თვალს გადავავლებთ იმჟამინდელ მედიას, ჟურნალისტების უმრავლესობა მოსახლეობას უნერგავდნენ იმედს, რომ ისინი არ იყვნენ მარტო სახელმწიფოს პირისპირ.

ეს ის პერიოდი იყო, როცა გურიაში და საქართველოს სხვა რეგიონებში კონტროლის პალატასთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ხდებოდა მოქალაქეების დაბარებები, დაკითხვები, ჩხრეკები.

ოზურგეთში ასეთი ჯგუფი რაიონული გამგეობის შეწნობის მესამე სართულზე მუშაობდა და ათეულობით უდანაშაულო მოქალაქეები აჰყავდათ იქ ფსიქოლოგიური  წნეხისა და „გადაბირებისათვის.“.

ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებდნენ. მადლობელი იმითაც უნდა ყოფილიყავი თუ ზამთრის სუსხს, წვიმასა და თოვლს ცოტა ხნით შენობის შესასვლელთან, კიბეებზე თუ შეაფარებდი თავს, უმეტესად კულტურისა და დასვენების მხარეს ვიდექით.

მაგალითად, იმჟამად ოპოზიციური ძალის გაზეთის დარიგება იკრძალებოდა. მოქალაქეებს პოლიციაში იბარებდნენ სატელიტური ანტენების დაყენებისათვის. მწარმოებლებს აიძულებდნენ, ასეთი პირები გაეთავისუფლებიან სამსახურებიდან.

სატელიტურ ანტენებზე შეტევამ მასიური ხასიათი მიიღო, მოქალაქეებს, მათ შორის ქალბატონების დაკითხვა, არ ოზურგეთში, არამედ უკვე ბათუმში ხდებოდა.

მიმდინარეობდა შეტევები ადგილობრივ მედიაზეც.

განსაკუთრებულად იგრძნობოდა ხელისუფლების შიში 2012 წლის 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით. ვინაიდან იმჟამინდელი ქვეყნის პირველი პირი უნდა ამოსულიყო ბახმაროში დოღზე, წინა საღამოს პოლიციელების კონცენტრაცია შეინიშნებოდა კურორტზე. ღამით ყვითელი ავობუსებით ამოიყვანეს ასეულობით პოლიციელი. ღამით ავიდნენ კურორტზე ქვეყნის პრეზიდენტი და მისი იმჟამინდელი მეუღლე.

19 აგვისტოს დილით, ე.წ. მოედნის მიდებარედ პოლიციის კორდონი კურორტის ტერიტორიაზე მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მიკროავტობუსებს ატარებდნენ.

დაახლოებით დღის 12 საათისათვის გავიგეთ, რომ ბახმაროს შემოსასვლელში, 2050 მეტრზე პოლიცია „ქართული ოცნების“ მიკროავტობუსებს არ ატარებდა.

ვინაიდან კერძო ტაქსისტებმა უარი გვითხრეს იქ გადაყვანაზე, ჟურნალისტური მოვალების შესასრულებლად   ფეხით გავემართეთ აღნიშნული ადგილისაკენ. ნისლი იყო, ამიტომ ხედვა ჭირდა, თუმცა გზის გასწვრივ, მაღლობზე ყველა 30 მეტრში შავფორმიანი პოლიციელი იდგა.

დაახლოებით 30 წუთში მივედით პიკეტის ადგილზე, თუმცა იქედან წინ წავლის უფლება არ მოგვცეს. ამ დროს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ  ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლები. სწორედ ამ დროს დაემატა პიკეტს დიდი ავტობუსით ჩამოსული რეზინის ხელკეტით შეიარაღებული 50-მდე შავფორმიანი.  დავინახეთ, როგორ მიაწოდეს მათ უფროსს ინფორმაცია რეგიონის ჟურნალისტების კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფნის შესახებ….სქელი ნისლით ვისარგებლეთ და შემოვლითი გზით მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან მისვლა, სადაც თეთრმაისურიანი 30-მდე ახალგაზრდა დაგვხვდა. შემდგომში პარლამენტარმა, ლანჩხუთელა თემურ ჩხაიძემ გვითხრა, რომ ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან ოცნების მაისურით 70-მდე ახალგაზრდა მიდიოდა დოღზე, თუმცა მათ პოლიცია გადაადგილების საშუალებას არ აძლვდა.

როდესაც ჩვენ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით (ჩემთან ერთად იყო ჩემი მეუღლე _ჟურნალისტი ნინო ნიკოლაიშვილი), შავფორმიანებმა გვიბრძანეს, ყველა მიკროვატობუსებში ჩავმსხდარიყავით და ჩოხატაურში დავბრუნებულიყავით.

მხოლოდ ჩვენი პროტესტის შემდეგ ჟურნალისტები გაგვაცალკევეს, დაცვა მოგვიჩინეს და გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევდნენ. ჩვენთან აღმოჩნდა არასრულწლოვანები შვილი და ძმისშვილი, როლმებიც ასევე ჩვენთან ერთად დააყენეს წვიმაში.

ჩვენ დაკავებას ვაპროტესტებდით. ვიღაცაებს ურეკავდნენ…გვეუბნებოდნენ რომ  შესაბამის ბრძანებას ელოდებოდნენ. მათი საუბრის კილოთ მივხდით, რომ ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოდან იყვნენ..

პირად ემოციებს არ გადმოგცემთ, მაგრამ ჩვენ გზის განაპირას, ხრამის პირზე ვყავდით დაკავებული და ვხედავდით და გვესმოდა, როგორი პატივით ხვდებოდნენ „პიკაპებით“, „ჯიპებით“ მიმავალ „ბომონდს“…ჩვენიანია გაატარეთ _ ისმოდა მეთეურის ბრძანება. ჟურნალისტებიც გაატარეს… ის „ჩვენიანები“-ს უმეტესობა ხვალაც იქნება ბახმაროში დღესასწაულზე. ეს ცხოვრების რეალობაა _ ხშირად ივიწყებენ იმ ადამიანებს, ვისაც წვლილი მიუძღვით მათ ხელისუფლებაში მოსვლაში.

ამ ეპიზოდის გახსენებას 10 წლის გადასახედიდან მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, _გავიხსენოთ, თუ რა დიდი საშიშროების ქვეშ იყო ქვეყანა 2012 წლის 1 ოქტომბერს, იმჟამინდელ ხელისუფლებას რომ გაემარჯვა.

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 82
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 80
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 79
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…