ბახვი ჰესის გაცხადებული გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში არსებული სტუდენტების დახმარების პროგრამა 2022 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, კომპანიასოფელ მთისპირსა და სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას ენერგეტიკის ან კიდევ, გარემოსდაცვის სპეციალობებზე გადაწყვეტენ, სწავლის საფასურის80% გადაუხდის.  ამ პროექტის პირველი ბენეფიციარი სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძეა. მან მთისპირის საჯარო სკოლა 2022 წელს დაამთავრა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელექტრო ინჟინერის სპეციალობით  იწყებს სწავლას.  პროფესია ჯაბა ბოლქვაძეს, როგორც თავად გვიყვება, უკვე შერჩეული ჰქონდა, როცა მის სკოლაში ბახვი ჰესმა ტრენინგ კურსი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელებს ჰიდროენერგეტიკასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს უხსნიდნენ და ასწავლიდნენ. ტრენინგ კურსის ფარგლებში პროფესიული ორიენტაციის კუთხითაც ჩატარდა შეხვედრები. სწორედ ამ შეხვედრებმა და ტრენინგის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ უბიძგა ჯაბას შეეცვალა გადაწყვეტილება და  ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. .

ჯაბა ბოლქვაძე, სტუდენტი

_ „როცა ვაპირებდი უნივერსიტეტში ჩაბარებას და გადაწყვეტილი მქონდა ჩემი პროფესია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი. ბახვი ჰესმა დაიწყო შეხვედრები ჩვენს სოფელში და გვიტარებდა ტრენინგებს. გამიჩნდა ინტერესი, რომ ამ სფეროში მეცადა ჩემი თავი. ვიყავით ექსკურსიაზე, ვნახეთ კინტრიშა ჰესის მუშაობის პრინციპი. ძალიან დამაინტერესა ამ დარგმა და  ავირჩიე ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტი.

ვფიქრობ, ახალგაზრდებს სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეს სიახლე, უკვე ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული აღნიშნული პროფესიით. სამომავლოდ დავფუძნდები მთისპირში და ვიქნები წარმატებული სპეციალისტი ჩემს სფეროში“.

ნანა ჭეიშვილი, მთისპირის სკოლის დირექტორი

_  როგორ შეაფასებდით პროგრამას, რომელიც გულისხმობს სტუდენტების დახმარებას, თუკი ისინი ჩააბარებენ ენერგეტიკოსის ან გარემოს დამცველის პროფესიებზე?

_ „ბახვი ჰესის პროგრამა დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რომ დარჩნენ სოფელში, ჰქონდეთ  სპეციალობა, დასაქმდნენ თავიანთი პროფესიის შესაბამისად. ეს  წაახალისებს მათ  სწავლის და შემდგომი მუშაობის პროცესშიც. ახალგაზრდას ეცოდინება, რომ კონკრეტული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ექნება სამსახურის პერსპექტივა საკუთარ სოფელში და რეგიონში. სტუდენტური დაფინასნების პროგრამა ძალიან კარგი სიახლეა ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის, ასევე, სოფლის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ სოფელს მასიურად ტოვებენ ახალგაზრდები და მიდიან სხვა ქალაქებში საცხოვრებლად. სწორად დაგეგმილი მომავალი უზრუნველყოფს მათ სოფელში დამკვიდრებას. ასევე, სოფელში გაჩნდა მუხტი ახალგაზრდა თაობაში, რომ სამომავლოდ დაეუფლონ ამ პროფესიებს, დასქამდნენ და განავითარონ თავიანთი სოფელი“.

რეზო ბოლქვაძე, ჯაბა ბოლქვაძის მშობელი

_  როგორ შეაფასებდით იმ ტრენინგ კურსს რომელიც ბახვი ჰესისი ორგანიზებით თქვენმა შვილმა გაიარა და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის წახალისებები ოჯახებისთვის?

_„ძალიან დადებითად შევაფასებ ამ პროექტს. ჩემს შვილს საზღვაო აკადემიაში ჰქონდა გადაწყვეტილი სწავლა, თუმცა, ტრენინგების შედეგად გადაწყვიტა ელექტრულ ინჟინერიაზე ჩაბარება. არსებობს დასაქმების იმედი და პერსპექტივა. ეს ძალიან კარგია მთელი ოჯახისთვის. დღეს სწავლის გადასახადის გადახდა ძალიან რთულია. რასაც თქვენ აკეთებთ დიდი წახალისებაა ჩვენთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ“.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 72
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 72
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 71
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…