გარდაიცვალა ცნობილი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯემალ დობორჯგინიძე.

დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო თეატრალური  ინსტიტუტი.

იმსახურა ჯარში, ათი წელი იმუშავა ლეიტენანტის ჩინით მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად; თვრამეტი წელი მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ათი წელი ამავე კულტურის სახლის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ. მუშაობს ქ. ლანჩხუთში ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მეცნიერ მუშაკად; მისი პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ “სოფლის ცხოვრებაში” 1961 წელს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „გვირილა“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „იის გორა“, „ჭიპიტო და ჭაპიტო“, (2-ჯერ), „დედულეთის ზაფხული“, „იის გორიდან მოვდივარ“,  „კესოს წიგნი“,  „აღსარებები და საგალობლები უფლისადმი“. არის 12 წიგნის ავტორი; გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული.

20 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა.

_„გარდაიცვალა ჩემი მამიდაშვილი, ცნობილი პოეტი და გურიის კოლორიტი ჯემალ დობორჯგინიძე, არასოდეს მსგავსი პოსტი არ გამომიქვეყნებია, მაგრამ იმდენად დამწყვიტა გული ამ ღვთისნიერი და პატიოსანი ახლობლის გარდაცვალებამ, რომ ეს გავბედე და, ვისაც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, ჩემი უსაყვარლესი ჯემოს დაკრძალვა ოთხშაბათისთვის იგეგმება და ქვედა მამათში განხორციელდება მისი საბოლოო გაცილება იმიერ სამყაროში…“_წერს მწერალი მერაბ შათირიშვილი.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

p.s.ეს ფოტო 3 წლის წინ ტაო-კლარჯეთში ყოფნისას გადავიღეთ, იშხნის ტაძართან.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 58
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 58
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 57
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…