დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დამატრული თეატრის მცირე სცენაზე  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდიამ ქეთევან კუკულავას მონო პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი  _„ პანდემია“ წარმოადგინა.

სპექტაკლში მთავარ როლს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ შარაშენიძე ასრულებს.

მარიამ შარაშენიძის სასცენო ხელოვნება, წელს, ჩოხატაურში  ნოდარ დუმბაძის მესამე თეატრალურ ფესტივალზე ვნახეთ _ ჩოხატაურის სახალხო თეატრმა ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“ მიხედვით განხორციელებულ მუსიკალურ პერფონანსში „ხაზარულა“, (რეჟისორ გოჩა ხვიჩიას დადგმა), მანამდე კი ასევე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით ქეთევან კუკულავას დადგმაში „გეყურებათ თქვენ (?!)“ მარიამმა ხატია განასახიერა . ეს სპექტაკლი ოზურგეთის თეატრის სცენაზე იყო ნაჩვენები.

არ არის  ადვილი ოზურგეთის თეატრის მომთხოვნ მაყურებლის, რომელიც საუკეთესო დადგმებითაა განებივრებული, მოხიბვლა, თუმცა მარიამმა ეს შეძლო. მისი გმირია მარტოხელა მსახიობი ქალი, რომელიც პანდემიის დროს წერს და დგამს სპექტაკლს, რომელიც ონლაინ რეჟიმში უნდა გადაიცეს.

როგორც მონო-სპექტაკლის შემდეგ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა,  მონო სპექტაკლი ზრდასრულმა ადამიანმა უნდა ითამაშოს, რომელსაც განვლილი ცხოვრებისა და დღევანდელობიდან გამომდინარე, ამ თემასთან აქვს შეხება, და მიუხედავად ასაკისა, ამას მარიამი შესანიშნავად ახერხებს. ასე გახსნილი, თავისუფალი, უკომპლექსო _ამ ბავშვს ძალიან დიდი მომავალი აქვს. თავად   კი ეს არის ტექსტი ავტორის გულიდან ამოხეთქილი, სწორედ პანდემიიდან და უმძიმეს მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოს დაატყდა თავს და ადამიანის სულიდან ამოთქმული ეს ტექსტი  თქვენ მიიტანეთ მაყურებლამდე. მისასალმებელია, როდესაც ახალი თაობა დაინტერესებულია თეატრით და თამაშობენ სპექტაკლებში._აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

სპექტაკლის გარშემო თავის მოსაზრება გამოთქვა ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა:

_ ამ სპექტაკლში ტექსტს მთელი შინაგანი რწმენით გადმოსცემდა და აღფრთოვანებული ვარ მარიამის  სამსახიობო ოსტატობით. ძალიან სასიხარულოა, რომ რეგიონში სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან ასეთ ღონისძიებებში. ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა არის ყველაზე მაგარი საქმე რასაც თქვენ, ქალბატონო ქეთევან, აკეთებთ _თქვა ლელა იმედაშვილმა.

როგორც ამ მონო სპექტაკლის შემქნელმა, ქეთევან კუკულავამ განაცხადა, ჩოხატაურში, კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული თეატრალური დასი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“მხარდაჭერით და მათი ინიციატივით დაიდგა ეს სპექტაკლი.

_ ამ პატარა სპექტაკლით ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანების გასაჭირის დასაძლევად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა და სიყვარული _თქვა სპექტსკლის რეჟისორმა.

სპექტაკლს მარიამის მშობლებიც ესწრებოდნენ. როგორც გავიგეთ, მარიამს 7 და-ძმა ჰყავს და თავად მეშვიდე შვილია.

წარმატებები მარიამ შარაშენიძეს.

 

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 59
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 57
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 57
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…