დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი ოზურგეთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

23 დეკემბერს გაიმართა ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, სადაც წლის მთავარი დოკუმენტი _ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი  უნდა განეხილათ, თუმცა ტრადიციული დაპირისპირების გამო განხილვა გარკვეული დროით შეფერხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალმა დეპუტატებმა საავადმყოფოში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოფინეს და მისი პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს.

პარტიის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას აპროტესტებდნენ და დარბაზის დატოვებას აპირებდნენ.

როგორც ჩანს, ფრაქცია  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი დეპუტატების ნაწილი წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები ნაციონალი დეპუტატების მოსალოდნელი ქმედების  შესახებ და მათ  წინა ხელისუფლების დროს დაღუპული სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სხვათა ფოტოები წარმოადგინეს.

დაპირისპირებამ საკრებულოს თავმჯდომარის მაგიდის წინა პერიმეტრი მოიცვა.  რამდენიმე ცენტრალური  ტელევიზია („რუსთავი 2“, „ფორმულა,“ ტვ. პირველი, „იმედი“), და რეგიონის მედია იღებდა ამ პროცესებს.დაპირისპირება ძირითადად ქალ დეპუტატებს შორის მიმდინარეობდა.

მათი  სიტყვიერი დაპირისპირება საკმაო ხანს გაგრძელდა_ „თქვემ ხართ მკვლელები და მოღალატეები“, „მონა ხარ“_ისმოდა ურთიერთბრალდებები სხდომის დარბაზში.

შემდეგ ნაციონალმა დეპუტატებმა საკრებულოს დარბაზი დატოვეს.

_ რაც აქ ვნახეთ, ამაზრზენი და სირცხვილია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. რაც მოხდა, ეს ყველას აწუხებს. ამ ადამიანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბიუჯეტს, ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც ამ ბიუჯეტის დროულ მიღებას ელოდებიან. ეს არის მათი სახე, ნათლად დაგვანახვეს, რა და ვინ არიან _განაცხადა სხდომის განახლების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

„დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას“-ასე შეაფასა ნაციონალი დეპუტატების ბოიკოტი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენისას ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებს მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“-ს წარმომადგენელმა გელა ჩავლეშვილმა:

_ნაციონალურ მოძრაობას ხალხმა 2012 წელს უთხრა უარი. ახლა კი ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით ცდილობს თავი მოაჩვენოს მათ ჩვენი ქვეყნისადა ხალხის გულანთებულ პატრიოტებად. ტყუილი ბრალდებებით, ფაქტების დამახინჯებით დაუმსახურებლად გვიწოდებენ ჩვენ მკვლელებს, ანტიდასალელებს და ანტიევროპელებს. სინამდვილეში კი მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, არც ხალხი, არც მორალი  და სინდისი აქვთ და ამიტომ  ყველაფერს კადრულობენ.

ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით არსებობს საზოგადოების აბსურდში დარწმუნების ჯოზეფ ოვერტონის მეთოდი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებისათვის ყველაზე მიუღებელი იდეა, რომელიც საზოგადოების ყურს უნდა მიაჩვიო, შემდეგ შესაძლოა მისაღებ კატეგორიაში გადაიტანო, ხოლო ბოლოს შეგიძლია ამ იდეის მოწინააღმდეგე მტრად გამოაცხადო. სწორედ ამ მეთოდით ცდილობს ნაც. მოძრაობა საზოგადოებაზე ძალადობას.

საწინააღმდეგო აზრის და ოპონენტების  ასეთი მიდგომა ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს, ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკები გასული საუკუნის დასაწყისში და საკმაოდ წარმატებით აკეთებდნენ ამას. თავს პროგრესულ ძალად ასაღებდნენ, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად _ განაცხადა გელა ჩავლეშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა დღეს ოზურგეთის  პროკურატურას განცხადებით მიმართა.

ნიკოლაიშვილი გუშინ ოზურგეთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ობიექტურ გამოძიების დაწყებას  მოითხოვს.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობაზე შესაბამისმა უწყებამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

_ „გუშინ, საკრებულოს სხდომაზე ვიხილეთ სახედაკარგული „ქოც-ზონდერ“ ქალბატონები, რომლებიც გადაფარებული იყვნენ მერს. ძალიან მძიმე სანახავი იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. მაქვს დაზიანებებიც. ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ამასთანავე იყო „მუხლებზე გადამტვრევის“ მუქარა. შემაქვს განცხადება პროკურატურაში. ეს არის  არა მარტო ჩემთვის გაკეთებული, არამედ ეს არის ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, ვისაც არ უნდა ეშინოდეს, თუ ის თავის პროტესტს გამოხატავს და რაიმეს იტყვის მას ფიზიკურად გაუსწორდებიან და მუქარას განახორციელებენ მასზე. როცა ქალზე ძალადობაზეა საუბარი არ შეიძლება ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩეს. ძალადობა ყოვლად მიუღებელია”, _  განაცხადა მედიასთან თათია ნიკოლაიშვილმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 79
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 75
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 74
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…