ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიუჯეტის პროექტის გარშემო დასმულ კითხვას პასუხობდნენ მერის პირველი მოადგილე  გიორგი ღურჯუმელიძე, საფინანს0-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი პავლე ჭყონია.

საკრებულოს ფრაქციებმა, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭომ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აგრეთვე საზოგადოების წარმოამდგენლებმა, მათ მიერ გამოკვეთილ ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს და საკუთარი საბიუჯეტო იდეები წარმოადგინეს.

საჯარო განხილვაზე საბიუჯეტო ინიციატივები და რეკომენდაციები წარადგინა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა. ასევე ფრაქცია „საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა სოფო ქარცივაძემ. ფრაქცია „საქართველოსათვის“ მიერ ინიცირებული რეკომენდაციები სატრანსპორტო თემას,  ზვანის უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობას და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა; რაც შეეხება ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ისინი NDI-ის განხილვაზე არ მოვიდნენ, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია გამოაგზავნეს. მათ შორის ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობის სესახებ სოფელ სილაურში, წყალმომარაგების  უზრუნველყოფას ნასაკირალი პირველ, ნარუჯის I, III-VI რაიონებში.

ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტების პრეზენტაცია _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილმა; ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციები და საბიუჯეტო ინიციატივების პრეზენტაცია _ნათია ვაშალომიძემ.

საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გარემოსდაცვითო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ დააყენა საკითხი ინერტული მასალებით დატვირთული ავტომანაქნებისათვის სპეციალური სასწორების მოწყობის შესახებ, რომ დაიცვან საავტომობილო გზები ძლიერი დაზიანებისაგან, რომლის აღდგენა შემდეგ ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება.

შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გამართა.

მსგავსი სტატიები

  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 51
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 51
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 50
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ