იტალიაში გამართულ, ქართული ტურისტული კომპანიის „არგონავტების ოქრო“ პრეზენტაციას ქალაქის მერი, დომი ჩილიბერტი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას, პატარა ქართველი გოგონა საპატიო ელჩად დაასახელა და 9 წლის მარიამ ბოკუჩავას საპატიო ელჩის სიმბოლური წოდება მიანიჭა.

ქართული ტურისტული კომპანიის პრეზენტაციას, ასევე ესწრებოდა გენერალური კონსული ვახტანგ ანდღულაძე და ვიცე კონსული ხატია ჭელიძე.

„ვიცი რომ კარგად ფლობ იტალიურ ენას და ჩვენი ქალაქის მკვიდრი ხარ, რის გამოც ჩვენმა კომუნამ გადაწყვიტა მოგანიჭოს ქალაქში მცხოვრები, ქართველებისა და კასტელა გროტეს შემაკავშირებელი რგოლის, საპატიო წარმომადგენლის წოდება.“ _ მიმართა ქალაქის მერმა 9 წლის მარიამ ბოკუჩავას.

მარიამ ბოკუჩავა, იტალიაში 2018 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მარიამის დედამ, ჟურნალისტმა ხათუნა შარაძემ, იტალიაში მცხოვრებ კოლეგასთან, ნინა მამუკაძესთან ერთად ტურისტული კომპანია „არგონავტების ოქრო“ დააფუძნა, რომელიც საქართველოში შემომყვან ტურიზმზე იმუშავებს.

შენ, ჩვენს ქალაქში იქნები ინტეგრირებული ემიგრანტის  საუკეთესო წარმომადგენელი და მემკვიდრე.“  – აღნიშნა დომი ჩილიბერტიმ და ხაზი გაუსვა ინტეგრაციის უპირატესობასა და დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების უზენაესობას, თანამეგობრობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთანამშრომლობის ევროპულ ფასეულობებს.

ქალაქის მერმა, ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალსა და იმ პროექტების მხარდაჭერაზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობის პერსპექტივებს. საუბარია ქალაქ კასტელანა გროტესა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაძმობილების პროექტზე, რომელიც კულტურათაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

მარიამ ბოკუჩავა წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გახლავთ და იტალიაში მშობლებთან, კონსტანტინე ბოკუჩავასთან და ხათუნა შარაძესთან ერთად ცხოვრობს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 68
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 67
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 64
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…