უკრაინის მოქალაქე იოსებ (იოსიპ)  ჯინჭარაძე შარშან, სექტემბრის ბოლოს  ჩამოვიდა უკრაინიდან. შემოვლით გზაზე (რუმინეთი, ბულგარეთ) მესაზღვრეებმა საბანკო ანგარიშის ბარათზე არსებული თანხა გაუნულეს და საქართველოში ჩამოსული მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.   ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ დახმარების მიღებაზე გარკვეული პასუხი ვერ მიიღო. არადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებებში მობილიზებულია, აღმოვუჩინოთ ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს… სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.“

როგორც გურიის რეგიონალური სერვის ცენტრის უფროსმა თეა ლომჯარიამ გვითხრა, მათ იოსებ ჯინჭარაძის მიერ შევსებული განაცხადი 17 ოქტომბერს, მიღებისთანავე გადააგზავნეს, შემდეგ განმეორებით _ნოემბერში. ჩვენი სერვისცენტრში მისვლის შემდეგაც, 14 დეკემბერს  გადაამოწმეს. ამის შემდეგ  ორჯერ დაუკავშირდნენ სამინისტროს, თუმცა დახმარების თანხა არ ჩაურიცხავთ.

წინასაახალწლოდ იოსები გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში მოვიდა და ვისაუბრეთ:

_42 წელის უკრაინაში ვცხოვრობ და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. 25 წლის წინ  ჩემი ავტომანქანით ვიყავი ჩამოსული დედის სანახავად. ცუდი სიტუაცია დამხვდა. კრიმინალები აქტიურობდნენ. მალევე მომაკითხეს… ვგეგმავდი გარკვეული დროით ოზურგეთში გაჩერებას, მაგრამ იძულებული გავხდი ორი კვირის შემდეგ უკრაინაში დავბრუნებულიყავი.

ზაპოროჟიეში ვცხოვრობ.ბიზნესის სხვადასხვა სფეროში  ვმოღვაწეობდი. სამშენებლო კომპანია, იჯარით აღებული 3500 ჰექტარი მიწა მელიტოპოლში (აკიმოვკა),მოგვყავდა პური, გვქონდა მეცხოველეობა, დასასვენებელი ბაზა კირილოვკაში; 3 ჰექტარი ბაღი, საკალმახე და რესტორანი  და ა.შ.  4-ოთახიანი ბინა  მაქვს ზაპოროჟიეში, სადაც მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობდი. ფულს არ დავხარბებივარ, იმდენი მქონდა, ნორმალურად მეცხოვრა და სახელმწიფოსთანაც პირნათელი ვიყავი.

ზაპოროჟიე სამხრეთ უკრაინის ერთ-ერთი დიდი  სამრეწველო ცენტრია. ომმა ძალიან დაგვაზარალა. მანამდეც და შემდეგაც როგორც ბევრს სხვას, მეც 7 სხვადასხვა ფირმა წამართვეს რუსებმა.   მეთოდი ასეთია, შემოდიან, აფორმებენ  რაღაც „მინდობილობას“, შემდეგ სასამართლო მეპატრონის დაუსწრებლად ჩამოგართმევს კერძო საკუთრებას და გადაიფორმებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში ბიზნესმენებს შორის აღმოჩნდნენ კოლაბორაციონალისტები და  ქონების შენარჩუნების ფასად რუსებთან თანამშრომლობას დათანხმდნენ. შემდგომში უკრაინის მთავრობამ მათ საკადრისი პასუხი გასცა. სხვადასხვა პროფილის 37 ქარხნის დირექტორი  პასუხისგებაში მისცეს…

ბიზნესი დიდ რისკთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. 3-ჯერ გადავიტანე ინსულტი. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ…ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ომმა კიდევ უფრო გაართულა.

ოზურგეთში 87 წლის დედა მყავს. გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი. საკმაო თანხა მქონდა ანგარიშზე. რუმინეთის_ ბულგარეთის საზღვრის გადაკვეთისას (მეტად არ დავკონკრეტდები) პირად ელექტრონულ ბარათზე მთელი თანხა მომიხსნეს და ბარათი გამინულეს…კი დავურეკე კიევში საქართველოს წარმომადგენელს ჩხარტიშვილს, მაგრამ რა უნდა ეღონათ. კიდევ კარგი, ძვირადღირებული მედიკამენტები არ ჩამომართვეს… დღემდე მომყვა _გვითხრა მან.

_ ამ კაცს ორჯერ თუ სამჯერ კი აქვს ინსულტი გადატანილი და მგონი კიდევ  დამართებენ. დღევანდელი მდგომარეობა კი იცი, თითქმის ყველას პრობლემები აქვს,სადაცაა იმ ოჯახსაც არ ულხინს,ოჯახში ონკოლოგიური ავადმყოფია და უამრავი წამალი და პროცედურა სჭირდება, კიდევ კარგი ამ კაცს ჯერ-ჯერობით იქედან წამოღებული წამლები აქვს. ეს ფული ხომ მას კანონით ეკუთვნის და რატომ გადაიქცა პრობლემად ვერ ვიგებ. _ გვითხრა უახლოესმა მეზობელმა, პედაგოგმა ლია ნებიერიძემ.

რთულ მდგომარეობაში მყოფი  უკრაინის მოქალაქე იოსები ამბობს, რომ იგი სახელმწიფოსაგან მეტ ყურადღებას ითხოვს.

დღეს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ დახმარება გურიის რეგიონალური სერვისცენტრის უფროსს თეა ლომჯარიას, რომელიც დაუკავშირდა სამინისტროს შესაბამისს სამსახურს.

_„ლიბერთი ბანკში“ უნდა მოიკითხოს თანხა _იყო პასუხი.

„ლიბერთი ბანკში“ კი იოსებ ჟინჭარაძის ანგარიშზე ჯერ-ჯერობით დახმარების თანხა არ ირიცხება.

 

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 83
    ძუძუმწოვრების ლაყე კვერცხებიდან წიწილები არ იჩეკებათემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
  • 83
    „ვიჭაჭებოდით და ბოლო ხმაზე ვყვიროდით, ლამპარი, ალური კუდიანებსა.. ლამპარიიიიიი“ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…
  • 82
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…