„ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ორჯაჭვიანი(ეგხ) „ბახვი1-2“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის  სკოპინგის საჯარო განხილვა 2023 წლის 27 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც დეტალური პრეზენტაცია განმახორციელებელი კომპანიის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა და კომპანიის ტექნიკური გუნდის წევრმა, ინჟინერმა ვალერი ხაჩიძემ გააკეთეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში  საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირის თემში მერის რწმუნებული ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის  წარმომადგენლები, ასევე მთისპირის თემის სოფლებში (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) მცხოვრები მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებიც.

„ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით უნდა მივაწოდოთ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სახელმწიფო ელექტროსისტემის ცენტრალურ გადამცემ ხაზს. სწორედ ეს ავუხსენით დღეს მოსახლეობას საჯარო განხილვის ფარგლებში. ცხადია, ჩვენი სტანდარტები უცვლელია, შესაბამისად ამ გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდება იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც უნდა აშენდეს ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები. მთისპირის  მოსახლეობა კარგად გვიცნობს, იცნობს ჩვენს პროექტებს და იცის თუ რა ტიპის ღონისძიებები განვახორციელეთ, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. გარემოსდაცვა მნიშვნელოვანი ასპექტია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენთვის“ _ განაცხადა პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 56
     „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მთისპირში ჩატარდამდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა,  2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს…
  • 54
    ზემო სურებში „ბარამიძე ჰესის“ სკოპინგის შენიშვნები და რეკომენდაციები „მწვანე ალტერნატივისაგან“.მწვანე ალტერნატივას კომენტარები და შენიშვნები „ბარამიძე ჰესის“ მშენებლობის და ქსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და ანგარიშის განხილვის პროცესზე 2021 წლის 12 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ს ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდა მდ. ბარამიძისწყალზე 7.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბარამიძე ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელია სს…
  • 54
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…