წარმოშობით ოზურგეთელმა, 13 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ იტალიიის დედაქალაქ რომში, ამ ქვეყნის წყალში მხტომელთა ღია ჩემპიონატში (1 მეტრიანი ტრამპლინი) საუკეთესოდ იაპარეზა და 359,10 ქულით უმაღლესი შედეგი აჩვენა. მეორე ასევე ქართველი გიორგი წულუკიძე იყო _336,05 ქულა: ხოლო მესამე _დანიელ აბი (უნგრეთი ) 330,60 ქულა.
ღია პირველობაზე 2008-2009 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
ალექსანდრე ცხომელიძის შესახებ ადრეც ვწერდით. შარშან, ივლისში , იგი წარმატებით გამოვიდა ბულგარეთში , საერთაშორისო ტურნირზე „ვარნას თასი _2022“, ხოლო წელს აპრილში, გერმანიის ქალაქ დრეზდენში გამართულ ტურნირში, სადაც 20 ქვეყნის წყალში მხტომელი ასპარეზობდა.
ალექსანდრე ცხომელიძის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის მის მწვრთნელებს ირაკლი ბართაიას, სალომე და ჭოლა ჭანტურიებს.
ალექსანდრე ცხომელიძე ცნობილი მომღერლის ბექა ცხომელიძის ვაჟია. ბექას პირველი წარმატებული ნაბიჯები მშობლიურ ოზურგეთს უკავშირდება, შემდეგ უცხოეთში (უკრაინა) წარმატებით გამოდიოდა. ამჟამად ქ. თბილისშია.
წარმატებები ვუსურვოთ ალექსანდრე ცხომელიძეს.
მსგავსი სტატიები
- 57
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების…
- 53
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 52
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 39
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…