„5 დეკემბერს გავაგზავნეთ ოფიციალური წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წერილში ვითხოვდით გადადებულიყო ონლაინ რეჟიმში გზშ(გარემოზე ზემოქმედების შეფასება) მდინარე ნატანებზე, სოფელ ვაკიჯვარში მცირე ჰესის “ნატანები 3” პროექტის განხილვა. თუ რატომ ვითხოვთ გადადებას წერილში არგუმენტებით გვაქვს ჩამოყალიბებული.
პასუხი დღემდე არ მიგვიღია. არადა 24 იანვარსაა ჩანიშნული გზშ განხილვა ამ პროექტზე.
რატომ არ გვაქვს პასუხი სამინისტროდან?
ბატონებო!მოსახლეობისათვის არასასურველი პროექტის საჯარო, ვიმეორებ საჯარო განხილვა არ შეიძლება ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და პროტესტი დიდია,ამიტომ კონკრეტული და მსგავსი განხილვები უნდა გადაიდოს საჯარო შეკრებების შეზღუდვის მოხსნამდე.
გვაინტერესებს სამინისტროს პოზიცია. “_გვწერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე.
მსგავსი სტატიები
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 47ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთში (ჯვარცხმის თემი) ცხოვრობს გურიის რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი ვეტერინარი და მეფუტკრე გივი ანთაძე, რომელსაც მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწევა. ჩვენ მას შევხდით, ვნახეთ მისი მრავალმხრივად განვითარებული მეურნეობა და რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ: „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ნუგზარ…
- 46ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…