უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალება „ზერკალოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი და ბელარუსი „შოუს“ აწყობენ „ორეშნიკის“ სისტემის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით, ჯერჯერობით მიწოდებულია მხოლოდ „შესაბამისი მანქანები“ და არა მთელი სისტემა.
„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს. უკრაინა, თავის მხრივ, შეაფასებს ამ საფრთხეს. თუმცა, მან (ალექსანდრე ლუკაშენკომ) არ უნდა ითამაშოს თამაშები, რადგან ამ ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები და ბელარუსები ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას განიხილავენ.
„ვიცი, რომ ისინი საუბრობენ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე. კიდევ ერთხელ. ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება ისინი. მაგრამ როდესაც ფართომასშტაბიანი ჩატარდა, უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო. ამიტომ, ეს ყველაფერი ნამდვილად დიდ რისკებს უქმნის უკრაინას და მჯერა, რომ დიდ რისკებს ჰქმნის ბელარუსებისთვისაც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 60
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 60
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ… - 60
„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ორბანის თქმით, უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. მისივე თქმით, ბრიუსელი აფინანსებს მისი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის. „ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს… - 59აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 59უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. ასევე ცალკე საუბრები გაიმართება სხვა ამერიკელ წარმომადგენლებსა და „დაბალი დონის“ რუსულ დელეგაციას შორის. „იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და…