ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.
იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და თანხმობა მისცეს ამ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
ასევე მხარი დაუჭირეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრებულოს მუნიციპალიტეტის დაგენილების მისაღებად `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის ფორმებისა და მათი წარდგენის ვადის დამტკიცების თაობაზე~.
მიზანშეწონილად ჩათვალეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება: _ `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობათა განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის #21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად;
_ `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის #26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების მისაღებად;
_ `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის შესახებ~ _ საკრებულოს დადგენილების მისაღებად;
_ `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ~ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მისაღებად;
_ `ზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის #22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ~ _ საკრებულოს დადგენილების მისაღებად.
მიიღეს განკარგულებები:
_ `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 201-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ~;
_`ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ ელექტროული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის გათვალისწინებით `ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მპმზადების პროცესში~ _მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ~.
ცნობად მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ინფორმაციის სახით წარდგენილი მასალები `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ~.
სურათით.

მსგავსი სტატიები

  • 79
    უკრაინელი მოქალაქეები საკრებულოს დეპუტატებს მადლობას უხდიანდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, ნუგზარ ურუშაძემ და დავით მდინარაძემ უკრაინის ის ხუთი მოქალაქე მოინახულეს, რომლებიც ქ. ოზურგეთში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე მცხოვრებ ომარ ბაკურაძის ოჯახში იმყოფებიან. უკრაინელებს შორის სამი ბავშვი და ორი ქალბატონია. დეპუტატებმა მათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადასცეს, მოისმინეს ინფორმაცია მათთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ. ექიმმა დავით…
  • 76
    „თქვენ ხართ ჩასაფრებულები, საკუთარი ქალაქი გძულთ“„თქვენ ხართ ჩასაფრებულები, ნუთუ დადებითი ვერაფერი დაინახეთ, საკუთარი ქალაქი ასე რომ გძულთ“ _ასე მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სდომაზე მორიგი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის დროს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ოპზიციონერმა დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ მედიასთან ბრიფინგი გამართა და…
  • 74
    ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო...ალიონი. 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ,“რის საფუძველზეც, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო. ამ რეფორმის მიზანია ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისწავდომობის, თანაბარი შესაძლებლობების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესება სკოლამდელ დაწესებულებებში. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის…
  • 73
    .დავით დარჩიამ ოზურგეთის საკრებულოს ანგარიში წარუდგინაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ინიცირებულ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. _ ,,აღნიშნული პერიოდი, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, გამორჩეული იყო ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლით, რომელთა…
  • 72
    საკრებულოს ბოლო სხდომა წინასაარჩევნო ხმაურითდღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა.  სხდომაზე  სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა. მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და…

არ გამოტოვოთ