ალიონი. 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ,“რის საფუძველზეც, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო. ამ რეფორმის მიზანია ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისწავდომობის, თანაბარი შესაძლებლობების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესება სკოლამდელ დაწესებულებებში.

ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას წერილით მიმართა: „საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანია, იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა, აღსრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება და მონიტორინგი.

აღნიშნული კანონით მუნიციპალიტეტების საკრებულოებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ კანონის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად, “ -წერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სთხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შეიმუშაონ რეფორმის განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმა. გასულ პარასკევს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა, სადაც სკოლამდელ დაწესებულებებში რეფორმის განხორციელების საკითხზე იმსჯელეს.

საკითხი დასახელებული კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ და მუნიციპალიტეტის მერიის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსმა თემურ მოქიამ წარმოადგინეს.

_ საქართველოს მთავრობის მიერ ავტორიზაციის წესის მიღებისთანავე ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკ-ოლამდელი აღზრდის ცენტრის მიმართ დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, ცენტრის ფილიალების ა(ა) იპ საბავშვო ბაღებად ჩამოყალიბების მიზნით, რადგანაც ავტორიზაციის პროცესში სკოლამდელი დაწესებულებები ცალ-ცალკე იურიდიულ პირებად უნდა იყოს რეგისტრირებული; დამუშავდება ცენტრისა და ა(ა)იპ საბავშვო ბაღების წესდებები, მოგვარდება რეორგანიზაციის თანამდევი ფინანსური და ქონებრივი საკითხი, რამდენიმე დღეში მომზადდება საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი აქტების პროექტები _განაცხადა ლელა საჯაიამ. _სკოლამდელი დაწესებულელების რეფორმა მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელ აღზრდისა და განათლების გასაუმჯობესებლად.

თუ გადავხედავთ არსებულ რეალობას, გვაქვს რამდენიმე ბაღი, რომლებიც შეხიზნულია ადმინისტრაციულ შენობებში (მერია, ბაილეთი…ერთი ქალაქშიც); რეფორმის მოთხოვნაა, თითოეულ ბაღს დამოუკიდებელი ფართი ჰქონდეს, უნდა მოხდეს მათი დამოუკიდებელ აიპად ჩამოყალიბება. გარდა ამისა, შერეული ჯგუფები 15 ბავშვი იქნება; თუ ბაღში 25 ბავშვია, იქ ორი ჯგუფი გაიხსნება; დღეს რეალურად გადატვირთული საბავშვო ბაღების სასწავლო ჯგუფები; ქ. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღში 2-3 წლიანთა ჯგუფში 43 ბავშვია, ასევე გადატვირთულია #3 საბავშვო ბაღის ჯგუფები. ეს პროცესები დალაგდება, ამიტომ უნდა მოხდეს პედაგოგების გადამზადება. რეფორმა 2020 წლის 1 აპრილისთვის უნდა დასრულდეს_ აღნიშნა თემურ მოქიამ.

_გაღმა დვაბზუში კარგი ბაღი გვაქვს, თუმცა იქ ადგილობრივი 5 ბავშვი დადის. ბაღის ძირითად კონტიგენტს დვაბზუს ნასაკირალში მცხოვრები ეკომიგრანტების შვილები შეადგენენ _ ისინი 40 არიან. ამჟამად დვაბზუს ნასაკირალის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტისბაგა-ბაღი შენდება, _განაცხადა სოფელ დვაბზუს მაჟორიტარმა დეპუტატმა როზეტა სკამკოჩაიშვილმა.

_ ჩვენს თემში სოფელ ბაღდადში არის საბავშვო ბაღი, სადაც ცხემლიხიდელი და უჩხუბელი ბავშვებიც დადიან. სასურველია საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი სოფელ ცხემლისხიდშიც გაიხსნას, ან ბავშვებს ავტობუსი მოემსახუროს _ წინადადება დააყენა სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლალი სიჭინავამ. თემურ მოქიამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად მათი ხელშეწყობით ბაღების გაერთიანებამ 26 ახალი მაცივარი შეიძინა, სადაც ნატურალური რძის ნაწარმი ინახება; ხოლო საჯაის თქმით, როცა ბაღების გაერთიანება გაუქმდება, სასურველია იყოს შესყიდვების სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულელების პროდუქტების შესყიდვას განახორციელებს.

_ როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას რამდენი თანამშრომელი მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბაღების აიპში. წლის დასაწყისში მოვითხოვეთ საშტატო ნუსხა, ხელფასები და ა.შ. ორჯერ მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ დღემდე ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, ხელი გვეშლება მუშაობაში_ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა. აღნიშნული დაადასტურეს დეპუტატებმა ლელა საჯაიამ და ხათუნა ცერცვაძემ.

მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემაც განაცხადა.

_აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია თითოეულ დეპუტატს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, მათივე უფლებამოსილების სრულყოფილად განსახორციელებლად.

მერიას არაერთი წერილი გაეგზავნა მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების საშტატო ნუსხის მიწოდების შესახებ, რომელიც დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი. ასეთი დამოკიდებულება არაა სასურველი, – გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ

გაზეთი „ალიონი“ ა(ა) იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მე-რიის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ უფროსს მაკა ჭყონიასაც ესაუბრა:

_მე არ ვიცი, რატომ არ გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს ოფიციალური პასუხი, მაგრამ ამ თემაზე საკრებულოს შესაბამის კომისიას 2018 წლის მარტში მივაწოდე ინფორმაცია აიპის შტატებთან დაკავშირებით _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.

მსგავსი სტატიები

  • 74
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    „თქვენ ხართ ჩასაფრებულები, საკუთარი ქალაქი გძულთ“„თქვენ ხართ ჩასაფრებულები, ნუთუ დადებითი ვერაფერი დაინახეთ, საკუთარი ქალაქი ასე რომ გძულთ“ _ასე მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სდომაზე მორიგი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის დროს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ოპზიციონერმა დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ მედიასთან ბრიფინგი გამართა და…
  • 71
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 63
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…

არ გამოტოვოთ