_„მე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან და „ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„დღეს არის 23 თებერვალი. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას. ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ჩვენი გმირი იუნკერები, ყველა ის გმირი მოქალაქე, რომლებმაც ჩვენს დამოუკიდებლობას შესწირეს საკუთარი სიცოცხლე,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
მსგავსი სტატიები
- 66დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 56საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
- 52ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 52გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 51სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…