4 დღეს მიმდინარეობდა ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ოზურგეთის სპორტსკოლის ჭადრაკის სექციის და საჭადრაკო კლუბის მოსწავლეთა საგაზაფხულო ტურნირი, რომელიც ქალთა დღესასწაულებს მიეძღვნა.
10 წლამდე მოსწავლეთა შორის 12 შესაძლებლობიდან 12 ქულით ნიკოლოზ ბარამიძემ გაიმარჯვა.
მომდევნო 4 მოჭადრაკეს თანაბარი 9-9 ქულა დაუგროვდა. კოეფიციენტის მიხედვით გიორგი სირბილაძე და დემეტრე გოგიტიძე მე-2 საპრიზო ადგილზე გამოვიდნენ, ხოლო სანდრო გოგუაძე და ალექსანდრე სირბილაშვილი მესამეზე.
8 წლის მოჭადრაკეთა შორის გაბრიელ მჟავიამ გაიმარჯვა ; მომდევნო ადგილებზე ლაზარე ჩხარტიშვილი (6 წლის) ერეკლე ანდღულაძე გამოვიდნენ.
ანასტასია ხინთიბიძემ, რომელმაც ვაჟებშიც მაღალი შედეგი აჩვენა, გოგონათა შორისას გამარჯვებული გახდა. აქ საპრიზო ადგილებზე ნია ჭანუყვაძე და მარიამ ერქომაიშვილი გავიდნენ.
ტურნირს გიორგი გოგოლაური მსაჯობდა.
მოეწყო გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება.
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე ზურაბ ანდღულაძემ და ოზურგეთის სპორტსკოლის დირექტორმა გოჩა კვირჩილაძემ შესაბამისი დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულებს და პრიზიორებს..
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ჭადრაკის წრის პედაგოგმა ნინო წიტაიშვილმა გვითხრა, ტურნირი კარგად ჩატარდა, გამარჯვებულ და პრიზორ 12 მონაწილეს შორის 8 მისი მოსწავლეა და მადლობა გადაუხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და ჭადრაკის მესვეურებს ასეთი კარგი ტურნირის გამართვისათვის.
11
მსგავსი სტატიები
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 77სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 76ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში სამ დღეს გაგრძელდა ქალთა შორის ოზურგეთის 2023 წლის მუნიციპალური საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელშიც გამოცდილმა და ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. ქალთა შორის პირველობების ჩატარებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაედო საფუძველი, მაგრამ , მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განელდა , რაც სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მამაკაცების „დაჩაგვრას“ სერიოზულ ი ხასიათი მისცეს.…
- 761918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…