ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე

ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს ადგილი აირჩია ეროვნულ პანთეონად და აქ დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი დაკრძალა. და აი აქ, ამ ადგილზე, სადაც განისვენებენ დიდი ილია, ვაჟა, გალაკტიონი, აკაკი, სხვა დიდი მამულიშვილნი ჩვენ დღეს ამოვიყვანეთ ადამიანი, რომელსაც დღეს ყველანი და ათწლეულების წინ საქართველოს ტანჯულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მას უწოდა ქართული მუსიკის ექვთიმე თაყაიშვილი.. და დღეს ექვთიმე თაყაიშვილთან და ამ დიდ მამულიშვილებთან ჩვენ ამოვიყვანეთ ბატონი ანზორი. ეს საღვთო განგებულებაა და ეს ქართველი ერის ნებაა. მთელი საქართველო ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში. და თავისი სიკვიდილითაც მან, ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, გენიალურმა მუსიკოსმა, ეპოქალურმა მოღვაწემ, თავისი სიკვიდლითაც მან მარადისობის თანაზიარნი გაგვხადა, რადგანაც დიახაც, ეს წამები ეს წუთები არის მარადისობასთან შეხვედრა. ქართველ მოღვაწეთა, მსოფლიო მნიშველობის მოღვაწეთა დიდ თანავარსკვლავედს უერთდება დიდი მუსკოსი, მუშაკი, არაერთი თაობის აღმზრდელი და მის, საქართველოსთვის დაღლილ და მაინც დაუღლელ სხეულს ჩვენ ვაბარებთ ამ წმინდა მიწას. მის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და არც არის ეხლა საჭირო დაწვრილებით მოყოლა და თქმა თუ ვინ იყო იგი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვათ რომ ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ ქართველებს დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა. ქართველთა სიმრავლეს, მთელ ერს, ის რასაც ჩვენ განვიცდით ამ ღვთიური ჰანგების სმენისას, ის რასაც ჩვენ ვგრძნობთ თუნდაც უბრალოდ სიტყვის „ჩაკრულოს“, „ხასანბეგურას“, „შენ ხარ ვენახის“ ან წინ წყაროს გახსენებისას, აი ეს გრძნობა სწორედ ანზორ ერქომაიშვილის დამსახურებაა. მან როგორც იაკობ გოგებაშვილის იმ საოცარ თხზულებაშია, მან თითქოს გაგვახსენა ჩვენი იავნანა, მან დაგვაბრუნა მამასთან, მან დაგვაბრუნა ღვთაებრივთან, მან დაგვაბრუნა მარადიულ მუსიკასთან. და ამ მარადიული ჰარმონიით, ამ მარადიული მშვენიერებით, აფსოლუტური მშვენიერებით, რასაც ქრისტიანულად, რელიგიურად ღმერთს ვუწოდებთ იყო ანთებული და გაჟღენთილი მისი ყველა სიტყვა, მისი ყველა საქმე, მისი პიროვნება, მისი სახე, მისი ღიმილი, საოცარი სითბოთი და სიკეთით აღსავსე მისი ღიმილი და ჩვენ გვაქვს დიდი ტკივილი იმიტომ, რომ ამ ღიმილს ვეღარასდროს ვეღარ ვნახავთ. ჩვენ გვაქვს დიდი გლოვა, იმიტომ რომ ვგრძნობთ, რომ მას კიდევ შეეძლო, რომ არა ეს ვერაგი სენი კიდევ ბევრი დიდი საქმე ეკეთებინა, მაგრამ საღვთო განგებულება იყო ასეთი, ღმერთმა ასე ინება, რომ დღეს ჩვენგან წაეყვანა ეს დიდი ადამიანი. ჩვენ ტკივილით აღსავსე გული გგაქვს, მაგრამ ეს ტკივილი ჩვენთან დარჩება და ჩვენთან ერთად წავა მარადისობაში ასევე. ანზორ ერქომაიშვილის სახელი მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი. ის არაფერს არ აკეთებდა მხოლოდ იმ წუთისთვის ან მხოლოდ რაღაცა ვიწრო მიზნებისთვის. მისი ყველა საქმე დაუსრულებლობაზე, მარადიულობაზე იყო გათვლილი. იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის, იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი რუსთავი, რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა. სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომლზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული!

და ჩვენ ამას ყველანი ვგრძნობდით, ის ყველას გვაჩვენებდა სიყვარულს, ვინც ვიცნობდით და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა და მთელი საქართველო, მთელი დედამიწა მას იცნობდა თავისი მუსიკალური შემოქმედებით. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, რასაც მისგან ვიღებდით და ადამიანობისა, ის არ იყო ჩვეულბრივი ადამიანი. ის დროთა მიღმიდან მოსული ქართულ ჰარმონიასავით, ქართულ მუსიკასავით, დროთა სიღრმიდან, დროთა მიღმა რეალობიდან ჩვენთან მოსული ღმერთის შვილი იყო, რომელიც ღმერთმა თავისთან წაიყვანა და მისი საქმეები და მისი მარადისობა დაგვიტოვა! და დღეს, აი ამ მარადიული წამის წინაშე მდგარნი, ამ ისტორიული წამის წინაშე მდგარნი, როდესაც ილიასთან, ექვთიმესთან და სხვებთან დარჩება მისი ნეშტი, ამ სევდით აღვსილებს და ამ დარდით აღვსილებს უნდა გვახსოვდეს, რომ მომავლის ქართველები როდესაც აქ ამოვლენ ისინი დაინახავენ, რომ ქართველებმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად აქ აღვამაღლეთ ჩვენი მუსიკა, აქ აღვამაღლეთ ჩვენი გალობა, ჩვენი სიმღერა, აქ აღვამაღლეთ პატივისცემა უფროსი თაობების და მასწავლებლების მიმართ.. და ამიტომ ამ მწუხარების ჟამს მე უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა, რომ გიხაროდეს საქართველო! რადგანაც შენ გყავს ანზორ ერქომაიშვილი. შენ არ დაგიკარგავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ გყავს ეს დიდი მოღვაწე და მისი ლოცვა, მისი საქმეები და მისი შემოქმედება მარად იქნება! მუდამ იქნება! ვიდრე იქნება ადამიანი, ვიდრე იქნება მუსიკა და ვიდრე იქნება საქართველო. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.“

ეს გახლავთ სიტყვა სამახსოვრო, სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის.

(ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის ნანა გოთუას ფეისბუქგვერდიდან)

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 75
    კვიცი გვარზე ხტისსამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორს დიდი სცენისკენ მიუთითა ოზურგეთის განახლებულმა თეატრმა თავის 153-ე თეატრალურ სეზონში მეექვსე პრემიერად მაყურებელს მცირე სცენაზე წარუდგინა ვაცლავ ჰაველის „ვერნისაჟი“ _ აბსურდის კომედია ერთ მოქმედებად. დადგმა თეატრის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა რეჟისორს მამუკა ბაბილოძეს მიანდო და არც შემცდარა, თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ. საწყენად ნურავინ მიიღებს _ იმის გამო, რომ…
  • 74
    „მე ღრმად მწამს, რომ ამ მხარეს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ჩანს“გუშინ ოზურგეთს სტუმრობდა  ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ახლახან საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა. ოზურგეთის „ჭადრების ბაღში“ ლევან ვასაძე ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. დამსწრეთა შორის იყვნენ სოფლების ასკანა-ფიჩხიჯვარი-მთისპირის წარმომადგენლები. როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, ეს იყო ექსპრონტად ჩატარებული შეხვედრა. ლევან ვასაძის საუბრის თემა იყო დღევანდელი ქართული პოლიტიკა და ამჟამინდელი გამოწვევები;…
  • 73
    საიდან აქვთ რიონის ხეობის მცველებს ფინანსები - ვარლამ გოლეთიანის განმარტება   რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებაში თუ სოციალურ ქსელში ხშირად ისმებოდა შეკითხვა – საიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს დაფინანსება? როგორ ახერხებენ სასცენო აპარატურის შეძენას? და ა.შ. „ჩვენ 3 წელია, ვიბრძვით ამ პრობლემის წინააღმდეგ. საზოგადოებამ 209 დღის წინ გაიგო, რაც დაიწყო კარვების პროტესტი. მანამდე ყველანაირ…
  • 70
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…