დღეს, ვაშნარის ბრძოლის 103 წლისთავზე ოზურგეთელების ერთი ჯგუფი თურქებთან ბრძოლაში  დაღუპულ გმირთა საძმო საფლავზე მივიდნენ და ყვავილების გვირგვინით შეამკეს მათი საფლავი.

1918 წლის აპრილში ჩოლოქის ხიდთან მიღწეულ წარმატებას, სადაც განსაკუთრებულად ისახელა თავი ჯავშნოსანი მატარებლის მებრძოლებმა ვალოდია გოგუაძის მეთაურობით, ხაზი გადაუსვა ქართული ჯარის სხვა შენაერთებმა. სოფელ აჭში,ტალახას მთის მხარიდან დაძრულ ოსმალების მცირერიცხოვან ჯარს (ერთი ბრიგადა არტილერიით), წინააღმდეგობა არ გაუწია სოფელ ლიხაურში დაბანაკებულმა ათასეულმა და უკან დაიხია ქალაქისაკენ. ამან გამოიწვია მოსახლეობაში დიდი პანიკა, ლიხაურის თემიდან (ლიხაური, აჭი, ჭანიეთი, ქაქუთი და ა.შ) ასეულობით ლტოლვილი დაიძრა უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად, ძირითადად სუფსის გადაღმა სოფლებისაკენ. ჯარმა ოზურგეთიც მიატოვა და გაიხიზნა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობაც. ოსმალებამ უბრძოლველად დაიკავეს ოზურგეთი.

ოსმალება ლიხაურ-ჭანიეთის გარდა დაიკავეს მაკვანეთი, წითელმთა, მელექედურის ნაწილი. გაკირულიდან შეუტიეს შემოქმედს, მაგრამ მოსახლეობის დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შემდეგ დაიძრნენ ვაშნარის მიმართულებით. მანამდე გიორგი მაზნიაშვილმა მოასწრო ლანჩხუთში მყოფი სათადარიგო ჯარის დაყენება ნასაკირალის უღელტეხილზე და ჩოხატაურის გზის ჩაკეტვა.

11 აპრილს, გიორგი ზანიაშვილმა სცადა ოზურგეთზე შეტევა. გაიმართა ვაშნარის ბრძოლა.  იაგორ და აქვსენტი გურგენიძეების მეთაურობით 42-კაციანი რაზმი ვაშნარის ველზე შეაკვდა თურქ აგრესორებს. ლანჩხუთელებათნ ერთად გურიანთელებიც იბრძოდნენ, 14-15 წლის პირტიტველა ბიჭები. ისინი ნათესაურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

ოზურგეთელი კონსტანტინე შავიშვილის ინიციატივით, რამდენიმე დღის  ვაშნარის ბრძოლის ადგილზე არსებულ ძმათა სასაფლაოს ტერიტორია მოაწესრიგეს. ფეისბუქგვერდზე კონსტანტინე შავიშვილი წერს:

„სიხარულს და მძაფრ ემოციებს ვერ ვერევით-ჩვენმა ასობით,თანამემამულემ,საქართველოს ყველა კუნჭულში,

გაიზიარეს და განსაკუთრებული მუხტით გამოეხმაურნენ, თურქებისაგან, ოზურგეთის განთავისუფლებისათვის

დაღუპული ქართველ მეომრების საძმო სასაფლაოს ფოტოს,სისხლმა და ხორცმა იყივლაჩვენს სხეულებში, ჩვენი ბიჭების გმირების გამო!-დიდმა ილიამ თქვა:„ნეტა იმ ვაჟკაცსა,ნეტა იმ გმირსა,ის თავის ხ ა ლ ხ შ ი აღარ მოჰკვდება”…..

დღეს,  გმირთა საფლავზე მივიდნენ სოფელ გურანთის დამოუკიდებელი დეპუტატი მაია ზოიძე, გურიანთის სკოლისმოსწავლეები, უფროსები და ყვავილებით შეამკეს საძმო საფლავი.

მამა ვახტანგმა (თოხაძე), მტერთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენებელი  პანაშვიდი გადაიხადა.

P.S. 2014 წლის 4 ივნისს, ოზურგეთელთა ერთმა ჯგუფმა, ჩოლოქის ხიდთან პატივი მიაგეს 260 წლის წინ ჩოლოქის ბრძოლაში  დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას  და ყვავილების გვირგვინი მდინარე ჩოლოქში ჩაუშვეს. ამ აქციის ინიციატორები  იყვნენ: თამაზ სალუქვაძე (სოფელ ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატი); საყვალა სალუქვაძე (არქიტექტორი), ვასილ ჩიგოგიძე (რეჟისორი), ავთანდილ სურგულაძე (საკრებულოს თავმჯდომარე) და ნუგზარ ასათიანი (ჟურნალისტი).

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 64
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 62
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 61
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…