ჩვენო გულანთებულო გურულებო და ჩვენი თეატრის მოყვარულებო!

ქვეყანაში პანდემიური სიტუაციის გართულების გამო, რაც ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდაში გამოიხატება, ჩვენი თეატრის რეაბილიტირებული შენობისა და 153-ე სათეატრო სეზონის გახსნა მცირე ხნით გადაიდო.

მოხარული ვართ თქვენი ინტერესითა და მოლოდინით გურიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიმართ. გურიის ერთადერთი სახელმწიფო თეატრისადმი თქვენი სიყვარული და თანადგომა ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია.

დაჯავშნილი ბილეთები კვლავ ძალაშია. აქვე ვაქვეყნებთ ჩვენი პრემიერების ჩამონათვალს, აირჩიეთ სპექტაკლი და თარიღების გამოქვეყნებისთანავე დაჯავშნეთ ბილეთები. ბილეთების შეძენა შეგეძლებათ როგორც ჩვენს სალაროში, ტელეფონითა და უახლოეს ხანში ასევე ბილეთები.გე-ზე ონლაინ. დაწვრილებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით.

უახლოესი პრემიერები: – დიდი სცენა:

  1. „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ – ნ. დუმბაძე (ლელა არაბიძის ინსცენირება) რეჟისორი: ვასო ჩიგოგიძე
  2. „მთავარი როლი“ – თამარ ბართაია, მოწვეული რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
  3. „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ – ავტორი: ედუარდო დე ფილიპო, რეჟისორი, მუსიკალური გაფორმება: ოთარ კუტალაძე
  4. ,,მარი და ჰარის თავგადასავალი“ – ერნესტო თეოდორ ჰოფმანის მოთხრობის „მაკნატუნას“ მოტივებზე, დამდგმელი რეჟისორი: ვასო ჩიგოგიძე, რეჟისორი: ლალი თაბაგარი

მცირე სცენა:1.„სამს პლუს სამი“ მ. დოიაშვილი, მოწვეული რეჟ. ვანო ხუციშვილი

2,,დონ კიხოტი” – ინსცენირების ავტორი, სცენოგრაფი, მუსიკალური გამფორმებელი და მოწვეული რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი;

3. „ვერნისაჟი“ – ვაცლავ ჰაველი, რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი: მამუკა ბაბილოძე _წერს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 59
    საქართველოს პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვასაქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
  • 59
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…