14 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე სათეატრო სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გახსნის.
ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელიც 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში,ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. იგი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, მინიჭებული აქვსკულტურული ძეგლის სტატუსი და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. გიგანტური, ხუთსართულიანი სათეატრო ნაგებობის საერთო მოცულობა 7 000 კვადრატული მეტრია. თეატრს აქვს დიდი სცენა 405 კაციანი მაყურებელთა დარბაზითა და ორიიარუსით, სადაც განლაგებულია ლოჟები. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული, ხოლო ჭერი მოხატულია გურიის ცხოვრების ამსახველი ყოფითი სცენებით. თეატრში ორი სცენაა, დიდი, მცირე,გააჩნიაკიდევ რამდენიმე სივრცე სპექტაკლებისა და ღონისძიებების გასამართად: სამხატვრო გალერეა (სხვენზე, დღის შუქით), დიდი სარეპეტიციო დარბაზი, პერსპექტივაში ლიტერატურული სალონი, კაფე (სარდაფი), ღია ტერასა.
ამორტიზებულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდის„ქართუს“მხარდაჭერით, რაზედაც დაიხარჯა 20 მილიონი ლარი.თეატრის შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს და ის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; აქვს კეთილმოწყობილი სარეპეტიციო ოთახები, საგრიმიოროები, რადიოსტუდია აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით რადიოთეატრისათვის სპექტაკლების ჩასაწერად, სარეკვიზიციო სათავსოები, ქორეოგრაფიული დარბაზები, სამუზეუმო ოთახი,სამკერვალო, სადეკორაციო სახელოსნოსთვის და სხვა.
153-ე სეზონისთვის, ოზურგეთის თეატრმა, 7 საპრემიერო დადგმა მოამზადა. განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის სათეატრო სეზონი ოზურგეთის თეატრში გაიხსნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობს, მათ შორის, დებიუტანტი პროფესიონალები, რომლებსაც პირველად შეხვდება და გაიცნობს ფართო აუდიტორია.
მომდევნო დღეებში წარმოდგენილი იქნება ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით), ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი დიდებისთვის „დონ კიხოტი“, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „მთავარი როლი“ (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით), ოთარ კუტალაძის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ედუარდო დე ფილიპოს კომედია), მამუკა ბაბილოძის „ვერნისაჟი“ (ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია).
ოზურგეთის რეაბილიტირებული შენობისა და 153-ე სათეატრო სეზონის გახსნას დაესწრებიან თეატრის მეგობრები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
p.s. რეაბილიტაციის პერიოდში თეატრი გასტროლებს მართავდა ქვეყანაში და უცხოეთში, მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, იყენებდა ალტერნატიულ სათეატრო სივრცეებს.
მსგავსი სტატიები
- 70დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 56გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 56სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 55ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 541918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…