„სს „წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება.
25 წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი სირთულე გადალახა, რაც თანამშრომლებს შორის არსებული ოჯახური გარემოს დამსახურებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომპანიის შიგნით საერთო ენის გამონახვას საერთო ინტერესების მისაღწევად. ამჯერადაც, ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მომავალშიც ასეთი ერთიანი გუნდით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, რათა ჩოხატაურში აშენებულმა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ქარხანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული ინდუსტრიის განვითარების საქმეში.
სს წყალი მარგებლის დირექტორი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა პირადად შეხვედროდა თანამშრომლებს, უახლოეს დღეებში აპირებს ნაბეღლავის ქარხანაში ჩასვლას, სადაც თითოეულ მათგანს შეხვდება.
კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს.
დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს ნდობისთვის, ასევე, ჩვენს მომხმარებელსა და საზოგადოებას გვერდში დგომისა და მოთმინებისთვის“_წერს კომპანია „წყალი მარგებელი“ თავის განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 64სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 64გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 621918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 60ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში სამ დღეს გაგრძელდა ქალთა შორის ოზურგეთის 2023 წლის მუნიციპალური საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელშიც გამოცდილმა და ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. ქალთა შორის პირველობების ჩატარებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაედო საფუძველი, მაგრამ , მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განელდა , რაც სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მამაკაცების „დაჩაგვრას“ სერიოზულ ი ხასიათი მისცეს.…