15 ივლისს, სოფელ მელექედურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „ჩაის გზის“ მე-5 ტურისტული ლოკაცია გაიხსნა.
პროექტი ,,ჩაის გზა“ უკვე ხუთ ლოკაციას მოიცავს, რომელიც ტურისტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესში, შემდეგ კი სადეგუსტაციო სივრცეში დააგემოვნოს ადგილობრივი ნაწარმი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა მეწარმე ლანა ჟღენტს პროექტ ,,ჩაის გზის“ მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.
აღნიშნულ სოფელში, მეწარმე ლანა ჟღენტის ჩაის საოჯახო საწარმოს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – იმამურა აკირა, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე სტუმრობდნენ და მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მსგავსი სტატიები
- 79დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 75„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
- 73„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას 2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
- 72“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
- 68გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…