წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობისთვის, რამდენიმე ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე 1 კმ-იანი ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ასევე, დაიწყება დამენიას ქუჩის წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლები სტაბილური წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.