„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროგრამის დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს. ადგილობრივებმა კი პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია გამოყოფილი. საჭიროების მიხედვით კი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.
აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული მიმართულებებია: შიდა სასოფლო გზების, სატრანსპორტო მოსაცდელების, გარე განათებების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, ამბულატორიის, სკვერების, სპორტული მოედნების და საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა. ასევე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, სხვადასხვა ადგილების შესაბამისი მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება – იხ. შეხვედრების გრაფიკი: https://docs.google.com/…/1X0QVggfXqCg2iFh…/edit

მსგავსი სტატიები

  • 70
    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ძიმითისა და ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად შიდა უბნებში გარე განათებისა და გზების მოწყობა დაასახელა. „ჩვენ 28 ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივებს და მოვისმინეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები. პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია…
  • 64
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 64
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 61
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს სამი მოადგილე ეყოლებაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები. .ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა. ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი,…
  • 61
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…