დღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა. სხდომაზე სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო.
პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა.
მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და თხინვალში პრივატიზებული იქნება, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრეიდერის, ექსკავატორის გაყიდვაზე საკრებულომ მერიას უარი უთხრა.
მერიის წარმომადგენლმა განმარტება, რომ ეს ტექნიკა გაიცვითა, ბევრი საპოხ-საცხები მასალები და სხვა მარაგ-ნაწილები სჭირდება, ამიტომ სჯობს გაიყიდს და ახალი შევიძინონ, არ მიიღეს.
_არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ ტექნიკის გაყიდვა. მერიამ ჯერ თანხების მობილიზება მოახდინოს და შემდეგ ვიფიქროთ ძველის გაყიდვასა და ახლის შეძენაზე _თქვეს საკრებულოს სხდომაზე.
_თუ არ გამოგვადგებოდა, რატომ შევიძინეთ, ახლა 145 ათას ლარად შეძენილ ტექნიკას 56 ათას ლარად ჰყიდით _თავისი პოზიცია დააფიქსირა ნაციონალების ადგილობრივმა ლიდერმა დავით მჟავანაძემ.
ლავრენტი ბიგვავა: _რატომ შევიძინეთ? სჭირდებოდა მუნიციპალიტეტს. საკითხის განხილვა გადავდოთ შემდეგისთვის, სანამ ახლით ჩანაცვლების საშუალება არ გაჩნდება.
_ბორბლებიან ექსკავატორს რატომ ჰყიდით. ახალს საპოხი მასალები და მარაგ-ნაწილები არ დასჭირდება? _კვლავ დასვა კითხვა დავით მჟავანაძემ.
როგორც განუმარტეს, ამ ეტაპზე არც ექსკავატორს გაყიდიან.
მეორე საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციას ეხებოდა. სააგიტაციო მასალები წელსაც განთავსდება მგზავრთა მოსაცდელებზე, კედლებზე, მინი მოედნების ღობეებზე, გარე განათების ბოძებზე, მწვანე ნარგავებზე და ა.შ.
შემდეგ მუნიციპალიტეტის მერის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანინე შარაშენიძე არ მივიდა სხდომაზე და არც მუნიციპალიტეტის მერიის არცერთი სამსახურის უფროსი სხდომას არ დასწრებია და დეპუტატებს სთხოვა თავიანთი აზრი დაეფიქსირებიათ:
მარი ჩხიკვიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: _საკრებულოს სხდომას მერი ან მისი წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა. ძალიან უპასუხისმგებლობაა. მან დიდი ხანია საარჩევნო კომპანია დაიწყო. პირადად წყვეტს სოციალური დახმარების საკითხებს. მერის სარეზერვო ფონიდან დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მისი მომხრეები არიან.
ლელა საჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სოცალურ და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე: _ძალიან უყურადღებოდაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. რა მდგომარეობაშია არტემ ერქომაიშვილის სიმღერისა და გალობის მუზეუმი მაკვანეთში , ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში; ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში, დღემდე არაა საზოგადოების სამსახურში, რადგან მერიამ არ შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა, არ მოაწყო საექსპოზიციო დარბაზი.
ხათუნა ცერცვაძე, დეპუტატი: _ძალიან მოხარული ვიყავით, როცა გომისმთის განვითარების გეგმაზე ვსაუბრობდით, შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული, გვქონდა მოლოდინი, რომ მაღალი დონის კურორტი იქნებოდა, მაგრამ შეჩერებულია ეს ყველაფერი…
გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: _სტრატეგიული იყო გომისმთის თემა, რომ შეჩერებულიყო უკანონო მშენებლობის პროცესი, რამაც დაღუპა ეს კურორტი. დღეს დეტალური ანგარიში უნდა წარმოედგინა მერს. მუზეუმის რემონტზე სახელმწიფომ 1,8 მილიონი ლარი დახარჯა, უნდა მოწყობილიყო ექსპოზიცია; ცუდ მდგომარეობაშია არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმი; მერაბ კოსტავას ქუჩაზე დანგრევის პირასაა 35 წლის წინ აგებული ბაღის შენობა და საბავშვო ბაღი კერძო შენობაშია განთავსებული. ჯერ-ჯერობით არ გამოინახა 400-500 ათასი ლარი, რომ ახალი ბაღი აგებულიყო. საერთოდ საბავშვო ბაღების სტანდარტი უნდა ავამაღლოთ;
გია ჩაგანავა: _ოზურგეთის მერიას 6 თვის ფინასური ანგარიში არ წარმოუდგენია. ამან შრომის ანაზღაურებაზე ხელფასების გაცემაზე, შესაძლოა პრობლემები შექმნას;
დავით მჟავანაძე, დეპუტატი: _გომისმთის პრობლემა ადრე დაიწყო. მეც ვიყავი გომისმთის დამცველი. რამდენმა თქვენმა მეგობარმა და ახლობელმა წამოჭიმა იქ უსახური შენობა? ამაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს უნდა დაეკისროს. შარშან, გომისმთაზე ყოფნისას, მან გაუხსნა გზა უნებართვოდ აგებული სახლების გაფორმების თემას და გომისმთის სენი ბახმაროსაც გადაედო. დაიღუპა კურორტი ბახმარო და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ამ უკანონო მშენებლობის მწარმოებლები „ქათული ოცნების“აქტივისტები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
გელა აროშიძე, საკრებულოს ფრქაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: _დათო, როცა ბრალდებს ამბობ, ერთი კონკრეტული ფაქტი ან პიროვნება მაინც დაასახელე…
ბესო ქათამაძე, დეპუტატი: _თქვენ ოზურგეთის მერს უკრავდით ტაშს და თვალებში უყურებდით. ახლა კი ლანძღავთ…
2017 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა დასრულდა. მუდმივმა ოპონენტებმა მარი ჩხიკვიშვილმა და დავით მჟავანაძემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს…
მსგავსი სტატიები
- 80"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 80საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 73გუშინ, 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. სხდომას 40 დეპუტატი ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სხდომის დაწყების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ვინაიდან წინა დღით არ იყო შუქი, არ მუშაობდა ინტერნეტი, არ იყო საავტომობილო გზა გაწმენდილი, დროულად…
- 72ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
- 72დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…