ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განახლებული სახალხო პარტია ბრუნდება.
ამის შესახებ ოზურგეთში, დღეს, დილის 10 საათზე გამართულ ბრიფინგზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ უკვე ყოფილმა ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა გოგიბერიძემ განაცხადა.
როგორ ბრიფინგის დაწყებამდე გოგიბერიძემ თქვა: _„ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე იყო პერიოდი, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის წიაღიდან წარმოიშვა სახალხო პარტია. ამ პარტიის დამფუძნებელი გახლდათ მამუკა გიორგაძე, ჯერ დისიდენტი და შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი. შემდეგ თითქოს მინელდა ამ პარტიის აქტივობები, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ, ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანი ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცის შეცვლის აუცილებლობამ, შექმნა სახალხო პარტიის განახლების, მისი რებრედინგის საჭიროება.
ჩვენ, მე და ჩემმა მეგობრებმა დავტოვეთ პატრიოტთა ალიანსი, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა `ქართული ოცნება~ და შემოგვიერთდა. გვინდა სამივე რეგიონში შეიქმნას რაიონული ორგანიზაციები.
ჩვენც განახლების, ცვლილებების მომხრე ვართ, ჩვენც ბევრ რამეზე გვტკივა გული და ვიცით, რომ ბევრი ცვლილებაა საჭირო ამ ქვეყანაში. თუ მოხერხდება, რომ ჩვენი მონაწილეობით დაიწყოს ეს ცვლილებები, ძალიან მოხარული ვიქნებით. ძალიან დიდი მცდელობაა ჩემი მხრიდან, რომ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნაში მივიღო მონაწილეობა“.
გოგიბერიძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პირველ ეტაპზე პარტიის შემადგენლობაში იქნებიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ და „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ახალგაზრდები:
_„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურიის პოლიტიკურ რუკაზე დღეიდან გამოჩნდება სახალხო პარტია, რომლის შემადგენლობაში პირველ ეტაპზე იქნებიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ და „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ახალგაზრდები. ჩვენ ვქმნით ამ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალზე ბევრი ცვლილებაა განსახორციელებელი, სახალხო პარტიის განახლებას და რებრედინგს სათავეში უდგას ბატონი სოსო გოგაშვილი, ახალგაზრდა უნიჭიერესი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც, ჩემი აზრით, გახლავთ ამომავალი პოლიტიკური ვარსკვლავი საქართველოში.
ჩვენ ამ არჩევნებში სამივე მუნიციპალიტეტში მივიღებთ მონაწილეობას ძირითადად პარტიული სიებით, არ არის გამორიცხული, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქშიც მივიღოთ მონაწილეობა“, _განაცხადა გოგიბერიძემ.
ავტორი გაზეთი `ალიონი~
მსგავსი სტატიები
- 59ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 58ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 56დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…