ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეფაქტო ცხინვალის რეგიონში სავარაუდოდ ღორების აფრიკული ცხელება დაფიქსირდა. ღორების დაცემის ფაქტებს ადგილი ჰქონდა რიკოთის ხეობის მიმდებარე სოფლებში.
თუ რა საშიშროებას წარმოადგენს იგი გურიის რეგიონისათვის ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ სამმართველოს მივმართეთ:
_შესაბამისი უწყებიდან მივიღეთ წერილი, ღორების აფრიკულ ცხელებასთან დაკავშირებით. საჭიროა მოსახლეობას იზოლირებულ პირობებში ჰყავდეს პირუტყვი. ვეტერინარები გავაფრთხილეთ, რომ ღორების დაცემის შემთხვევაში დაუყონებლივ აიღონ ნიმუში ლაბორატორიული კვლევისათვის _გვითხრა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსმა მანანა ერქომაიშვილმა.
გაზეთი „ალიონი“ ღორების აფრიკული ცხელების სესახებ სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ლაბორატორიის მთავარ სპეციალისტს გივი ანთაძეს ესაუბრა:
_ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) მაღალკონტაგიოზური, მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ჰემორაგიული დიათეზით, სხვადასხვა ორგანოებში დისტროფიული და ნეკროზული ცვლილებებით. ზრდასრულ ღორებში უფრო მეტადაა გამოხატული ციანოზური კანი, დაფარულია მუქი მოწითალო ფერის ლაქებით და სისხლჩაქცევებით, პირის ღრუს , საშოს, ანუსის და კონიუქტივიტის ლორწოვანი გარსები ციანოზურია, რიგ შემთხვევებში მათზე სისხლჩაქცევებია. ღორის ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი გროვდება ლიმფურ კვანძებში და აზიანებს ლიმფური უჯრედებით მდიდარ ორგანოებს, ღვიძლს, ელენთას, ფილტვებს, ძვლის ტვინს. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის და ჯიშის გარეული და შინაური ღორი. თუმცა არის ერთი გარემოება, იგი მძიმე ვირუსია და შორს მანძილზე ნაკლებად ვრცელდება ჰაერის გზით. საჭიროა მოსახლეობას ღორი ჰყავდეს იზოლირებულად, მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე მოსახლეობამ წელიწადში ორჯერ ღორი უნდა აცრას ბრუცელოზზე. ღორის დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს. სამწუხაროდ, ღორის აფრიკული ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს._გვითხრა გივი ანთაძემ.
მსგავსი სტატიები
- 72დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 66ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 59გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 58სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…