გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

„25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოზურგეთში 24 ნოემბერს იწვიმებს (+5+12); 25-ში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი იქნება (+6+12); 26-ში მზე (+6+14); 27-ში კი +9+15 იქნება.

მსგავსი სტატიები

  • 62
    5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით - მთიან რეგიონებში კი ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროებასაქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის…
  • 59
    უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ 8 მაისამდე ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. „8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება,…
  • 58
    8-10 აგვისტოს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება. 9-10 აგვისტოს ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა 19-24 იქნება, ლანჩხუთში _22-28, ჩოხატაურში _20-27 იქნება. „მოსალოდნელმა…
  • 57
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    სიძლიერე 5 ქულას მიაღწევს…” – ცნობილია მაგნიტური შტორმის მოსალოდნელი თარიღებიმეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…