საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უახლოესი 2 დღის განმავლობაში გურიაშიც მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად ძლიერი წვიმის, მთაში და მთასთან ახლოს მყოფ დასახლებებში თოვლის სახით.

ლანჩხუთში ჰაერის ტემპერატურა პლუს 5-9 გრადუსი იქნება: ურეკში _ 5-6 გრადუსი, ოზურგეთში და  ჩოხატაურში 5-7 გრადუსი, ხოლო კურორტ ბახმაროში მინუს 7-4 გრადუსი.

სურათზე: გომისმთა

მერაბ სანიკიძის ფოტო

მსგავსი სტატიები

  • 62
    როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. „25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში…
  • 59
    ქარი, ელჭექი, სეტყვა და 4-ბალიანი  ღელვა ზღვაზე - ამინდი გაუარესდებაქარი, ელჭექი, სეტყვა და 4-ბალიანი  ღელვა ზღვაზე - ამინდი გაუარესდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული…
  • 59
    2 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი შეიცვლება2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
  • 58
    20-21 აპრილს ამინდი გაუარესდებაგარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით 20-21 აპრილს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად შესაძლებელია მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყერული პროცესების ჩასახვა, გააქტიურება. მაღალმთიან რეგიონებში კი _ ზვავსაშიშროების ფორმირება.
  • 58
    წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ნისლი - ამინდის პროგნოზი  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ნისლი, ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.…