ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებია:

ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ქათამიძე;

ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეული – მიხეილ ცქვიტიშვილი;

სილაურის ადმინისტრაციულ ერთეული – გიზო გოგუაძე;

ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეული – ირაკლი ჩავლეშვილი.

„თითოეულ კანდიდატთან განვიხილე რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების დროული მოგვარება და სოფლებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე აქტიური მუშაობა.“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები

  • 62
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 46
    ავთანდილ თალაკვაძემ სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.  ბახვის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბერ მგელაძე;  დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული – ლაშა გოგოტიშვილი;  ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული – ნანა წითლიძე;  თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული – ვალერი ჩხაიძე;  შრომის ადმინისტრაციული ერთეული – ვეფხვია სიხუაშვილი. _„კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის…
  • 44
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 43
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ