დაბა და სოფელი
(მოწერილი ამბავი)
გურია,10 მაისი. ნათქვამია
„დიდი ლხენაა ჭირთა თქმა,
თუ კაცსა მოუხდებოდეს.
გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ ასე იყო, ყველამ კარგად იცის. კარგად იციან, რომ გურულების თავ მოყვარეობა ხშირად ზომას სჭარბობდა, საზღვარს გადასცდებოდა ხოლმე და ამის გამო გურულების მოქმედებას და ქცევას, ვინ იცის, რა გვარის სახელებით იხსენიებენ: გურულმა „იფხიკა,“ გურული „გაკუჭიანდა,“გურულმა „იფეთქა,“„გავარდა,“„იტლინკა,“ „გაშპა“ და სხვ.
თავ. მოყვარე და სიტყვა საქმეში მოსწრებული, მკვირცხლი გურული ამპარტავნობდა, ქედ-მაღლობდა, ეს იყო ზნეობრივი სიამპარტავნე და არა უკუდო და უსაბამო თავმოწონება, რადგან გურულები არ კადრულობდნენ, რაც საკადრისი არ იყო და თაკილობდნენ ისეთი საქმის ჩადენას, რაც კაცს ამცირებდა და აუპატიურებდა. გურული მოკვდებოდა და ისეთ საქმეში ხელს არ გაისვრიდა, რომელიც სახელის გატეხვას უდრიდა.
გურულებს თავ. მოყვარეობასთან და ზნეობრივ სიამპარტავნესთან დიდი ნდობა ჰქონდათ ერთმანეთისა. მტკიცე ნამუსი, შეუშლელი პირი და გაუტეხელი ძმობა. იცოდნენ, რომ „კაცი კაცის წამალია“, და სჯეროდათ, რომ თუ კაცი კაცის წამალი იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო. მაგრამ…ის რაც „მაგრამით“ მინდა, ჩემდა სამწუხაროდ, მოგახსენოთ, მეტად გულსაკლავი სიმართლეა, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ის ითქმის და ითქმოდა არა ჩვენზედ, არამედ ძველ გურულებზედ…
დათიკო ვერმიცანაშვილი.
გაზ. „ივერია,“#100, 14.05. 1889 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963… - 100
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს… - 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის… - 100
დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და… - 100
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…