დაბა და სოფელი

(მოწერილი ამბავი)

გურია,10 მაისი. ნათქვამია

„დიდი ლხენაა ჭირთა თქმა,

თუ კაცსა მოუხდებოდეს.

გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ ასე იყო, ყველამ კარგად იცის. კარგად იციან, რომ გურულების თავ მოყვარეობა ხშირად ზომას სჭარბობდა, საზღვარს გადასცდებოდა ხოლმე და ამის გამო გურულების მოქმედებას და ქცევას, ვინ იცის, რა გვარის სახელებით იხსენიებენ: გურულმა „იფხიკა,“ გურული „გაკუჭიანდა,“გურულმა „იფეთქა,“„გავარდა,“„იტლინკა,“ „გაშპა“ და სხვ.

თავ. მოყვარე და სიტყვა საქმეში მოსწრებული, მკვირცხლი გურული ამპარტავნობდა, ქედ-მაღლობდა, ეს იყო ზნეობრივი სიამპარტავნე და არა უკუდო და უსაბამო თავმოწონება, რადგან გურულები არ კადრულობდნენ, რაც საკადრისი არ იყო და თაკილობდნენ ისეთი საქმის ჩადენას, რაც კაცს ამცირებდა და აუპატიურებდა. გურული მოკვდებოდა და ისეთ საქმეში ხელს არ გაისვრიდა, რომელიც სახელის გატეხვას უდრიდა.

გურულებს თავ. მოყვარეობასთან და ზნეობრივ სიამპარტავნესთან დიდი ნდობა ჰქონდათ ერთმანეთისა. მტკიცე ნამუსი, შეუშლელი პირი და გაუტეხელი ძმობა. იცოდნენ, რომ „კაცი კაცის წამალია“, და სჯეროდათ, რომ თუ კაცი კაცის წამალი  იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო. მაგრამ…ის რაც „მაგრამით“ მინდა, ჩემდა სამწუხაროდ, მოგახსენოთ, მეტად გულსაკლავი სიმართლეა, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ის ითქმის და ითქმოდა არა ჩვენზედ, არამედ ძველ გურულებზედ…

დათიკო ვერმიცანაშვილი.

გაზ. „ივერია,“#100, 14.05. 1889 წ.

მსგავსი სტატიები

  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    „ისრაელი არ უპირისპირდება არაბ მოსახლეობას, არამედ ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას“ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია.  ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი. ასევე არის   ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ: _ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად  დავიწყე თანამშრომლობა…
  • 100
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…
  • 100
    „ჩვენს და პატარა მაყურებლებს შორის არის ჯაჭვი, რომლის გაწყვეტის უფლება არ გვაქვს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა…
  • 100
    კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ახალი თაობაკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…