ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარმა „ჰალ სიტიმ“ მთავარი მწვრთნელი გრანტ მაკკანი თანამდებობიდან დაითხოვა. არადა, საინტერესოა, რომ გუნდმა ბოლო ორი თამაში ლიდერებს („ბორნმუთი“, „ბლექბერნი“) მოუგო ისე, რომ გოლიც არ გაუშვა…

უკვე კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა, რომ იწყება „ახალი ერა“, რაც ნიშნავს – „აჯუნ მედია გლობალი“, რომლის დამფუძნებელი თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალია, „ჰალ სიტის“ მფლობელი გახდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია  დღეს გავრცელდა. ყველა ინგლისური საიტი თურქულ წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ მაკკანის შემცვლელი შოთა არველაძე იქნება.

თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილია, შოთას დებიუტი 29 იანვარს “სუონსისთან” მატჩში შედგება.

მსგავსი სტატიები