რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორების – ლუჰანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ვოლოდიმი ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა.
გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ტექსტს:
დიდი ქვეყნის, დიადო ერო! ჩვენ და ჩვენს ქვეყანას არა აქვს დრო გრძელი ლექციებისთვის ისტორიის შესახებ. ამიტომაც, მე არ ვილაპარაკებ წარსულზე, ვისაუბრებ აწყმოსა და მომავალზე.
ეს არის უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს დარჩება ასეთად, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მოქმედებებისა. ჩვენ ვიქნებით მშვიდები და თავდაჯერებულები. ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ ყველას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. თქვენ უკვე მერამდენედ ამტკიცებთ, რომ უკრაინელები ჭკვიანი და ბრძენი ერია. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ინარჩუნებთ ცივ გონებას, რეაგირებთ მშვიდად და თავშეკავებულად, ისე როგორც ზრდასრულებს შეეფერება.
ჩვენ უკვე დიდი ხანია ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ არ არსებობს მიზეზი თეთრად გაათენოთ ღამე. დღეს ჩვენ ჩავატარეთ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა – უკრაიანა რუსეთის მოქმედებებს აფასებს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა შელახვად.
მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. უკრაინის ოკუპირებული რაიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავს რუსეთის ცალმხრიც გასვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ასევე ნორმანდიულ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების იგნორირებას.
ეს ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების შანსს და ანგრევს მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს. დღევანდელი და შესაძლოა ხვალინდელი გადაწყვეტილებებით რუსეთი ახდენს უკრაინაში მყოფი ჯარების ლეგალიზებას, რომლებიც რეალურად აქ 2014 წლიდან იმყოფებიან. ქვეყანა, რომელიც 8 წელია მხარს უჭერს ომს, ვერანაირად ვერ იქნენა მშვიდობის მხარდამჭერია, როგორც ამას თვითონ აცხადებენ.
შექმნილ ვითარებაზე უკვე ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ შოლცს, აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე ვესაუბრე ევროპარლამენტის თავმჯდომარეს და ვგეგმავ საუბარს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ერდოღანთან.
რა მოხდება შემდეგ? ჩვენ გვსურს მშვიდობა, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებში. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუდაპეშტის მემორანდუმზე დაყრდნობით კონსულტაციების დაწყების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა გაეროს წევრ სახელმწიფოებს.
მე გამოვედი წინადადებით გაიმართოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგრაშე სხდომა და ეუთოს სპეციალური სხდომა. ჩვენ ვეყრდნობით ეუთოს მონიტორების სრულყოფილ მუშაობს, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და შემდგომი ესკალაცია.
ამასთანავე ინიცირებულია ნორმანდიის ოთხეულის საგანგებო სამიტი. ჩვენი პარტნიორებისგან ველით მკაფიო მოქმედებებს ჩვენ მხარდასაჭერად. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა დავინახოთ თუ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძლებს რუსეთის დაშინებას ცარიელი სიტყვებით.
ჩვენ ვრჩებით დიპლომატიური დარეგულირების ერგულ მხარედ და არ წამოვეგებით არანაირ პროვოკაციებს, ჩვენი საზღვრების საიმედოდაა დაცული, შექმნილია ტერიტორიული თავდაცვის სისტემა, ჩვენი პარტნიორები გვიჭერენ მხარს.
გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად უკრაინა იტოვებს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლებას. ჩვენ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან პროვოკაციასა და აგრესორის იერიშს.
ჩვენთან არის სიმართლე და ჩვენ არასდროს დაგიმალავთ სიმართლეს – როგორც კი ჩვენ დავინახავთ ვითარების ცვლილებას, როგორც კი ჩვენ დავინახავთ რისკის ზრდას თქვენ ამის შესახებ უმალვე გაიგებთ. ახლა არ არსებობს არანაირი მიზეზი ქაოტური მოქმედებებისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ასეც დარჩეს. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და მხოლოდ და მხოლოდ ამ გზას გავყვებით.
ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენი არავის და არაფრის არ გვეშინია, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და ჩვენ არასდროს არაფერს დავთმობთ და ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ. ახლა 2014 წლის თებერვალი არ არის, ახლა 2022 წლის თებერვალია -ეს სხვა ქვეყანაა, სხვა არმიაა. ერთადერთი მიზანი გვაქვს ეს არის მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში. დიდება უკრაინას!

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 88
    „ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე“ - კელი დეგნანიაშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ვერ ექნება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. „ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის…
  • 87
    „ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ძლიერები ვართ!“„დაბადების დღეს ვულოცავთ უმშვენიერეს მონიკა ახვლედიანს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და წარმატებებს! #რომ_შეიყვარო_უნდა_იცნობდე! მე ვარ მონიკა ახვლედიანი 24 წლის, საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია’’-ს დღის ცენტრის პროგრამით მოსარგებლე. ცენტრში მოსვლის დღიდან, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შევიძინე საუკეთესო მეგობრები. სახლში ჩაკეტილი გოგოს სამყაროდან, სულ სხვა შესაძლებლობების ფანჯარა გაიღო ჩემთვის. საუკეთესო და გულისხმიერი პედაგოგები…
  • 84
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 83
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ