იტალიური წარმოების 6-ადგილიანი ვეტმფრენით 4L-GWG ოზურგეთიდან ბახმაროში საჰაერო ტურები სრულდება.
საჰაერო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია გურიის მხარის ზამთრის კურორტებისთვის (ბახმარო, გომისმთა), სადაც ზამთრობით ტრანსპორტით გადაადგილება ძნელდება.
2014 წელს სამთო სათხილამურო კომპანია „Mountain“ კურორტ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავდა. ჩეხები იქ კოტეჯებს ქირაობდნენ, შემოიყვანეს სათანადო ტექნიკა და ზამთრის სეზონზე უცხოელ მოყვარულ სამთომოთხილამურეებს მასპინძლობდნენ. ჩეხების გარდა ბახმაროს ზამთრის პოტენციალით გერმანელებიც დაინტერესდნენ და გარკვეული კონკურენციაც გაჩნდა ჩეხებსა და გერმანელებს შორის.
2 წლის წინ, მდინარე ბახვისწყლის ხეობასთან ახლოს, გერმანელმა ინვესტორმა ახალი სასტუმრო ააგო. გერმანელებს შესაბამისი ტექნიკაც ჰყავთ.
ამჟამად სასტუმრო „პიონერში“, რომელსაც ტურისტული ქოხიც გააჩნია გურია-აჭარის საზღვარზე, რამდენიმე ათეული უცხოელი ტურისტია ჩამოსული ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან.
იტალიური წარმოების AGUSTA A-109K2 -ს ვეტმფრენი საკმაოდ კომფორტულია. მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის დასაწყისში მოწყობილ მცირე აეროდრომიდან გადაჰყავს უცხოელი და ქართველი ტურისტები კურორტ ბახმაროში.
მსგავსი სტატიები
- 50დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 40ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 39სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 38ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 36ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…