ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და რაოდენობრივი შეზღუდვის  გაუქმება, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ დაწესებულებებში – ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ შეაფასა.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინების გადაყრა ეს არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული.

„სახელმწიფოს გადაწყვეტილება პირბადეების გაუქმების შესახებ ფარსია. არავინ არ იცავდა რეგულაციებს ქვეყანაში. არანაირი შეზღუდვები და ჯარიმები არ იყო. საქართველო არაკომპეტენტური (ჯანდაცვის სფეროში) სპეციალისტების მიერ არის დაკომპლექტებული და მართული. ამ ყველაფერს ყველა მიმართულებით ვხედავთ. ის, რომ ოთხასი ათასი „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გადავყაროთ, არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. მილიონობით ადამიანს უნდა ვაქცინა და ჩვენ ამ ვაქცინებს წყალში ვყრით. იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობის საკითხი იყოს დაყენებული იმ ადამიანების, ვინც ეს პროცესი დაგეგმა და მოემზადა, გამოდიან და წუხდებიან.

მმართველი გუნდში  და ჯანდაცვის სისტემაში ჩვეულებრივ არიან კორუმპირებული ადამიანები. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია არ ყოფილიყო. დღეს ვაქცინირებული არის მხოლოდ ის, ვინც სამჯერაა აცრილი. დღესაც მიმდინარეობს ჩინური ვაქცინის პროპაგანდა. ჩინეთშიც კი კორონავირუსის აფეთქება მოხდა. ამან აჩვენა, რომ ჩინური ვაქცინა არაეფექტიანია. ჩინური ვაქცინები არაეფექტიანია ახლანდელი ვარიანტების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი შეცდომები იყო დაშვებული  და ახლაც ბევრ შეცდომას უშვებენ. ეს არის იმის ბრალი, რომ ამ პროცესებს არაპროფესიონალები და არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  პანდემია დასასრულს მიახლოვდა, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კი მიიჩნევს, რომ პანდემია არ დასრულება  და ვირუსი არსად არ მიდის.

„ადამიანს, რომელსაც სამედიცინო სფეროში მარტო ოჯახის წევრები ჰყავს და საერთოდ გონზე არ არის, რა არის ჯანდაცვა, ერთი საათი ექიმადაც არ უმუშავია, არ  იცის რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი, ეპიდემიოლოგია ალბათ სიტყვაც არ იცის რა არის, მისგან არაფერი არ უნდა მოითხოვო. რამდენიმე თვე გავიდა და ერთი მეორეზე შეცდომებს უშვებენ და უშვებენ.

ყველანი ვზიანდებით, ვინაიდან  ქვეყანა არის გაყოფილი, თუ ლანძღავ მინისტრს, მოგნათლავენ – „ნაცად“, თუ თქვი  სახელმწიფოს სასარგებლოდ – „ქოცად“. საქართველოში  პრობლემა გვაქვს კომპეტენციასთან. ადრეც ვიძახდი, რომ ვაქცინაციის გეგმა რომელიც დადეს, ეს იყო „სადღეგრძელოების კრებული“ და  ეს გამართლდა.

PIA.GE

მსგავსი სტატიები

  • 94
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 87
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 84
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 84
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…
  • 84
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…