2022 წლის 1, 2 და 3 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის პედაგოგები, მათთან ერთად კი, ორივე მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრების ხელმძღვანელები (42 პედაგოგი) ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ სპეციალურად პედაგოგებისთვის დაგეგმილ და ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ. პედაგოგთა ტრენინგ მოდულის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მიზნად ისახავს, მონაწილეებისთვის ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საკვანძო მიმართულებების გაცნობას, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების უკეთ ორგანიზების მიზნით ინფორმაციის მიწოდებას. ეს არის თანამედროვე მიდგომა, რომელსაც რეფორმის სახით ეტაპობრივად ნერგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პედაგოგებმა სწორედ, ამ რეფორმის ექსპერტებისგან მიიღეს ინფორმაციას ახალი მიმართულებების შესახებ. ტრენინგი ჩაატარეს მარი ჩიქობავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ნიკო სილაგაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.
„ტრენინგი გათვლილია განათლების რეფორმის პროცესში ჩართულ ადამიანებზე, რომლებსაც სისტემატიზებული ინფორმაცია სჭირდებათ რეფორმის მთლიანობითი სურათის აღსაქმელად. ჩვენი შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან რეფორმის კონცეფციას, ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტებს, დანერგვის ინსტრუმენტებს და სასწავლო რესურსებს. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ტრენინგი სასიკეთოდ აისახება ზოგადი განათლების რეფორმის მსვლელობაზე. ის ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგანი მოტივაციის ამაღლებასა და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სკოლასა და გარე ორგანიზაციებს შორის“ _  განაცხადა ნიკო სილაგაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.
„განათლების ხელშეწყობის კომპონენტი სერიოზულ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალურ პროგრამაში, რომელიც, როგორც უკვე იცით, მოსახლეობასთან ერთად შემუშავდა. ჩვენ შევიმუშავეთ პროექტები, რომლებიც პასუხობს როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვისაც არსებულ გამოწვევებს. მიგვაჩნია, რომ ამ ჭრილში პედაგოგები ჩვენი პირდაპირი სამიზნე აუდიტორიაა და მათი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. ისინი უნდა ფლობდნენ უახლეს ინფორმაციას სექტორში მიმდინარე სიახლეების შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა აღსაზრდელებთან მუშაობისას. სწორედ, ამიტომაც მოვიწვიეთ სამინისტროს ექსპერტები, მათ მიერ შემოთავაზებული მოდული იმდენად საინტერესო აღმოჩნდა პედაგოგებისთვის, რომ პრაქტიკულად 100%-იანი დასწრება გვაქვს ტრენინგზე“_ განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 92
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 92
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 92
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 91
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…

არ გამოტოვოთ