2 აპრილს რუსთავსა და ბათუმში  შუალედური არჩევნები იმართება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ, ბათუმის გონიო-კვარიათის #4 საარჩევნო ოლქში კი — საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. რუსთავსა და გარდაბანში გახსნილია 135 საარჩევნო უბანი, ბათუმში — 14 საარჩევნო უბანი.

ცესკოს თანახმად, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი.

როგორც ნეტ. გაზეთი იუწყება ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

„პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე   საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში“, — აღნიშნავს ცესკო.

რუსთავში არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც „ქართული ოცნების”“წევრი, აწ უკვე  ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.

რუსთავ-გარდაბნის არჩევნებში პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 3 სუბიექტი მონაწილეობს: მამუკა ტუსკაძე („სოციალური სამართლიანობისთვის“), ირაკლი შატაკიშვილი („ქართული ოცნება“) და კამალ მურადხანოვი #59(„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“).

ბათუმში შუალედური არჩევნები საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის  გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. აქ საკრებულოს შუალედურ  არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 60
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    ცესკო-მ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. „აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი…
  • 50
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებშისაარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტის ,, ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირების" ფარგლებში, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწყობილ საარჩევნო უბანზე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, 6 - 28…
  • 48
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 48
    ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებსსაარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე…